ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შვილები არჩევნებზე პირველად მივიდნენ

ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შვილები არჩევნებზე პირველად მივიდნენ

საქართველოში გამართულ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის შვილებმა არჩევნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა საარჩევნო უბანზე მამასთან ერთად მივიდა. მამა-შვილმა არჩევანი სწორედ იმ სკოლაში გახსნილ უბანზე მისცა, სადაც წლების წინ მათი ბებია ასწავლიდა.

"ჩვენ ერთად მოვედით და გავაკეთეთ არჩევანი იმისა, რომ ამ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ანა, რომელმაც სკოლა რუსეთში დაამთავრა, სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წელს დაბრუნდა. დედამისთან გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე წელია, განქორწინებულია, მაკა ჩიჩუა კი, რომელთანაც საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დროისთვის ცხოვრებს, სწორედ ქალიშვილმა გააცნო.

საარჩევნო ყუთთან წელს პირველად გააკეთა არჩევანი ბიძინა ივანიშვილის 18 წლის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმაც. მან ოჯახთან ერთად კოჯრის ქუჩაზე მდებარე # 4 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

"რა თქმა უნდა, საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი და ხმა მივეცით მთელმა ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე ქალიშვილთან ერთად მივიდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია