ცესკოში დამკვირვებლის სტატუსით მამა ელიზბარი იმყოფება

ცესკოში დამკვირვებლის სტატუსით მამა ელიზბარი იმყოფება

ცესკოში დამკვირვებელთა შორის სასულიერო პირი, წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე იმყოფება. ის ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატის, მიხეილ-გელა სალუაშვილის დამკვირვებლის სტატუსით არის წარდგენილი.

მამა ელიზბარ დიაკონიძე ამბობს, რომ მას საარჩევნო დარღვევები არ დაუფიქსირებია, თუმცა თავად ვერ შეძლო ხმის მიცემა, რადგან საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში ვერ აღმოაჩინა. სასულიერო პირმა "ამბები.ge"-ს ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ შარშან უფრო ჭკვიანი იყო და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, წელს კი იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არის, ვერ ახერხებს ხმის მიცემას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში პოპულარობით სარგებლობდა მამა ელიზბარის ფოტო გამომწვევად ჩაცმულ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, რომელიც ფოტოს გამავრცელებლების მტკიცებით სტრიპტის-კლუბში იყო გადაღებული, თუმცა თავად სასულიერო პირმა ეს ბრალდებები უარყო.

იხილეთ ვიდეო PalitraTV.ge-ზე

ასევე იხილეთ: მამა ელიზბარი: სტრიპტიზ-კლუბში ჩოხითა და ხანჯლით წავიდოდი?

"ამბები.ge"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია