ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15% შეადგენს

ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15% შეადგენს

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 17.15% შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე 606 710 ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვლის თქმით, პროცენტულად ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 29% და გურიაში - 24%. ყველაზე დაბალი აქტივაბა კი ამ დროისათვის არის ქვემო ქართლში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 14.4%-ს შეადგენს.

ეკა აზარაშვილმა სხვადასხვა დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარგარეთ, ათენში არის ყველაზე მეტი უბანი, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ხმის მიცემა, რადგანაც შესაბამის დროს არ გაიარეს რეგისტარცია. ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, ამან ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია, თუმცა ისინი ვერ მოახერხებენ ხმის მიცემას.

"არჩევენები ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, პროცედურული ხარვეზები რაც დაფიქსირდა ადგილზევე აღმოიფხვრა. კრწანისის მე-5 უბანზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფენბოდნენ და კომისიამ მათ დაატოვებინა შენობა. კრწანისის მე-12 უბანზე, სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე წარადგინა, რის გამოც მათ ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს. ახალციხის 35-ე უბანთან მოხდა შელაპარაკება, მაგრამ შელაპარაკება არ მომხდარა უბანზე", - განაცხადა აზარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა