მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ადგილზე დაბმა ჯერ არავის გამოსვლია

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ადგილზე დაბმა ჯერ არავის გამოსვლია

"ჩემი საქართველოდან განშორება არავის არ გამოუვა", - ასე გამოეხმაურა ანაკლიაში ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დატოვებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ის თავისუფალი ადამიანია და მთელი ცხოვრება გადაადგილდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

"ადგილზე მყოფი არც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არავის არ ვუნახივარ. როგორც დავდიოდი ყველგან, ისე ვივლი ყველგან, ისე ვივლი საქართველოში. ჩემი ადგილზე დაბმა ჯერ არავის არ გამოსვლია და ჩემი საქართველოდან განშორება ასევე არავის არ გამოუვა",-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი დღეს ანაკლიასა და განმუხურში იმყოფებოდა, სადაც შეჩერებული და მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა.

"დღეს, რა თქმა უნდა, არჩევნებია, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა, მე ხომ არ ვმონაწილეობ არჩევნებში?! რამდენიმე კვირა დარჩა, მე აქ ვარ და ვალდებული ვარ ყველა ფუნქცია ბოლომდე შევასრულო",-განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა