მიხეილ სააკაშვილი: მივდივარ ჩემს სახლში და ყველას გიწვევთ, იქ დავილაპარაკოთ

მიხეილ სააკაშვილი: მივდივარ ჩემს სახლში და ყველას გიწვევთ, იქ დავილაპარაკოთ

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის #1 ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. ხმის მიცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უბანი უკომენტაროდ დატოვა, მხოლოდ ის აღნიშნა , რომ ჟურნალისტებს თავის სახლში იწვევდა, სადაც პრესკონფერენციას გამართავს.

"მივიდვარ ჩემს სახლში და ყველას გიწვევთ. იქ დავილაპარაკოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა საარჩევნო უბანზე შესვლამდეც. "მთავარი ხელისუფლება ახლა თქვენ, ჟურნალისტები ხდებით",- ასე მიმართა ჟურნალისტებს სააკაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იყო მასთან მისი ოჯახი, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი გადაბარგების პროცესში დაიღალა.

მიხეილ სააკაშვილს ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა

ასევე იხილეთ:

არჩევნების დღე სააკაშვილმა ანაკლიის

სანაპიროზე ვარჯიშით დაიწყო

-ხმის მიცემის შემდეგ, სააკაშვილმა ჟურნალისტები სახლში მიიპატიჟა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა