მიხეილ სააკაშვილს ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა

მიხეილ სააკაშვილს ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა

N19 საარჩევნო უბანთან მიხეილ სააკაშვილის მისვლას ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საქართველოში ზეიმის დღეა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ 9-წლიანი მმართველობის ეპოქა საბოლოოდ სრულდება.

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომლის დროსაც ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ და რომლის მმართველობაც დიქტატორული იყო.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ყველას ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდეს, ვინც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას მიესალმება. მათი განმარტებით, ერთად უნდა აღნიშნონ დღევნდელი საზეიმო დღე.

ახალგაზრები მიხეილ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა სახის ეპითეტებს იყენებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია