მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ უნდა დამთავრებულიყო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი

მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ უნდა დამთავრებულიყო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგით დამთავრების შემთხვევაში აპირებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე თუ რას აპირებს.

როგორც მიხეილ საკაშვილმა აღნიშნა, მეტ დროს დაუთმობს დასვენებას, თუმცა გადაღლილი არ არის.

"გარდა ამისა, ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი გარკვეული მარაგი. როგორც არ უნდა დამთავრებულიყო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები მე პოლიტიკიდან ერთი პერიოდი დასვენებას ვაპირებდი, მითუმეტეს, თუ არჩევნები ისე დასრულდებოდა, რომ აღმშენებლობა გაგრძელდებოდა პოლიტიკიდან საერთოდ ჩამოშორებას ვგეგმავდი. ეს იყო მტკიცე გადაწყვეტილება და ამის შესახებ როგორც ჩვენმა თანამებრძოლებმა, ისე საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იცოდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო გაურკვევლობით სავსე რთულ ეპოქაში შევიდა და მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველო გაერკვეს ვიდრე ის, სად იქნება თავად.

მიხეილ სააკაშვილი დაწმუნებულია, რომ საქართველო ამ რთულ პერიოდს გადალახავს, რადგან აცხადებს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე მძიმედ გადასატან პერიოდში, მაგრამ ყველაფერი გადაგვიტანია. ამიტომ აქვს მნიშვნელობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს და იმას, რომ საქართველოში ყველა ჯანსაღ ძალას შორის თანამშრომლობა შედგეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა