დავით უსუფაშვილი - გადაწყვეტილი ამბავია, ასეთი გამარჯვებებით ვივლით წინ

დავით უსუფაშვილი - გადაწყვეტილი ამბავია, ასეთი გამარჯვებებით ვივლით წინ

ამ ადგილას დღეს მეორე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ისეთივე განსხვავებული პრეზიდენტი იქნება, როგორი განსხვავებული არჩევნებიც დღეს საქართველოში ჩატარდა.

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ ასეთი გამარჯვებებით ვივლით წინ. ერთმანეთი გავიცანით ჩვენ, პოლიტიკოსებმა და საქართველოს მოსახლეობამ. ვისაც პრეტენზიები აქვს კატეგორიულად რატომ ლაპარაკობთო, იმიტომ რომ სიმართლეა. ამიტომ ვართ დარწმუნებული ჩვენს ერთობაში. მინდა კოალიციის წარმომადგენელ ყველა პარტიას, ვინც ამ გამარჯვებას სჭედდა მადლობა ვუთხრა. ბიძინა ივანიშვილმა შეგვკრიბა დიდი ლაშქარი ამ გამარჯვებისთვის, ამ ლაშქარმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა ქვეყნის ასაშენებლად. გიორგი მარგველაშვილს ვულოცავ დიდ გამარჯვებას. ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ყველას პრეზიდენტი. ეს იქნება სწორედ ის განსხვავება, რომელიც გვინდა, რომ ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი არჩევნები ყველა წინა არჩევნებისგან როგორც იყო განსხვავებული, ასეთივე თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტი იქნება მარგველაშვილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა