ცესკო: არჩევნებში 63,82 %-ით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

ცესკო: არჩევნებში 63,82 %-ით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 63,82 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.

ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა პრესკონფერენციაზე 3 741 უბნიდან 440 უბნის შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელსაც 440 უბნის შედეგებით მხარი ამომრჩევლის 21,28 %-მა დაუჭირა, შემდეგ პოზიციას კი – 9, 51%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი იკავებს.

ამომრჩევლის 1 %-მა დაუჭირა მხარი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს, შალვა ნათელაშვილს 2,47 %-მა, კობა დავითაშვილს კი 0,5 %-მა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა