სად დადებს გიორგი მარგველაშვილი ფიცს

სად დადებს გიორგი მარგველაშვილი ფიცს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ მოქმედი ბრძანებულების მიხედვით, ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. თუმცა, ქუთაისში პარლამენტის გადასვლიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია, განხორციელდება თუ არა ცვლილებები აღნიშნულ დოკუმენტში 17 ნოემბრამდე, ანუ ინაუგურაციამდე დარჩენილ დროში.

ამასთან, ინაუგურაციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს ორ დღეში მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, "საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აშკარაა, რომ ფიცის დადების ცერემონიალის ადგილად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაა განსაზღვრული. მისივე თქმით, ბრძანებულება პრეზიდენტს ეკუთვნის და მასში ცვლილებების შეტანაც მხოლოდ მისი პრეროგატივაა.

"ვერ გეტყვით, რა მოხდება ამ მხრივ - ინაუგურაცია კვლავ დედაქალაქში გაიმართება, თუ პარლამენტის დღევანდელი ადგილსამყოფელის ადგილას. ნათელია, რომ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, ინაუგურაციის ცერემონიალის გამართვის ადგილად პარლამენტის თბილისში მდებარე შენობაა განსაზღვრული, ხოლო თუ რაიმე შეიცვლება, დადგენილი წესებში ცვლილების შეტანა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ამასთან, უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია და ყველა საორგანიზაციო დეტალს ის დაადგენს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იმერლიშვილმა.

ინაუგურაციის სახელით ცნობილ ცერემონიალთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტექნიკური დეტალები "საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. აღნიშნული ბრძანებულება 2001 წელს არის მიღებული. ბოლო ცვლილებება მასში 2003 წელს შევიდა, თუმცა არა პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ნაწილში. აღნიშნულ დოკუმენტში რამდენიმე ისეთი დეტალია, რაც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის ფიცის დადების ადგილი არის რუსთაველის გამზირი - თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა