სერგეი ლავროვი ქართველებს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებს ულოცავს

სერგეი ლავროვი ქართველებს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებს ულოცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა რუსულ მედიას განუცხადა.

"იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ვრცელდება, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, სამართლიან გარემოში და მის შედეგებს არავინ არ აპროტეტსებს. ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებთ რაც შეიძლება მალე დასრულდეს საორგანიზაციო საკითხები ახალი ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებაში მეგობრულ, კეთილმეზობლურ პოლიტიკას გაატარებს, არსებული რეალობების გათვალისწინებით ამ არც თუ იოლ რეგიონში ",-განაცხადა ლავროვმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა