ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გადმოსახედიდან, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს თავის თანამდებობას

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გადმოსახედიდან, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს თავის თანამდებობას

მთავრობაში ცვლილებები არ იქნება, თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად მე არ მაქვს ამის გეგმა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პრემიერსაც ექნება შესაძლებლობა გამოთქვას თავის მოსაზრება მთავრობის გუნდთან დაკავშირებით.

"მთავრობაში ცვლილებები არ იქნება, თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად, მე არ მაქვს ამის გეგმა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი პრემიერი, რომელიც დასახელდება, მას ექნება უფლებები და მას შეეძლება გუნდში ცვლილებები გამოიწვიოს. მართალია, ამის ცოტა ალბათობა არსებობს, რამე თუ ის გუნდის წევრია და იცის საერთო პოზიცია. თეორიულად შეიძლება რაღაც ცვლილება მაინც მოხდეს, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს თავის თანამდებობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა