გიორგი მარგველაშვილი - ლევან ვასაძის დანიშვნა რომელიმე თანამდებობაზე არ იგეგმება

გიორგი მარგველაშვილი - ლევან ვასაძის დანიშვნა რომელიმე თანამდებობაზე არ იგეგმება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის დანიშვნა რომელიმე თანამდებობაზე არ იგეგმება, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლევან ვასაძეს პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა.

"ლევან ვასაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია. ამ პროცესში ჩემი ბევრი ბავშობის მეგობარი იდგა. ლევანს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მას არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა. შესაბამისად, არავითარი ასეთი მიმართულება არ იგეგმება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან გუშინ, პატრიარქთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

"ჩვენი შტაბი საპატრიარქოს გვერდით არის. საღამოს ჩემი ინიციატივით გადავედი პატრიარქთან. ეს იყო უბრალოდ მოლოცვა, იმის თქმა, რომ საქართველო განვითარდება მშვიდობიანი გზით და რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, საქართველოში დასტაბილურდა დემოკრატიული პროცესი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა