მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი გამარჯვებისთვის

 მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი გამარჯვებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებთან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" გავიდა მეორე ადგილზე, "მაგრამ ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი ბრძოლებისთვის და შემდგომი ჩვენი გამარჯვებებისთვის".

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ ყველა პროგნოზირებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაქრებოდა, გაუჩინარდებოდა და შეშინდებოდა.

"25 000 ჩვენი აქტივისტი მუდმივად იმყოფებოდა დაკითხვაზე. ჩვენი ყოფილი მინისტრები სრულიად უსამართლოდ იმყოფებიან საპატიმროებში და გაუგონარი უსამართლობით ხდება მათი საქმეების განხილვა. ბევრს კიდევ ემუქრება პატიმრობა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ბევრი პროპაგანდისა, მიუხედავად იმ ათასგვარი სიბინძურისა, რომელიც ჩვენზე გადმოისხა, ქართული საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა, იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი არ მივიდა არჩევნებზე, ამ პირობებში ეს შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არის ძალიან კარგი საწყისი პოზიცია ნებისმიერი მზარდი პარტიისთვის და ნებისმიერი მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის მადლობას უხდის მათ კანდიდატ დავით ბაქრაძეს, რომელიც დაუღალავად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. "მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა, გავიმეორო გიგა ბოკერიას სიტყვები: "შევხვდებით მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ყველა შემდგომ არჩევნებზე გვაქვს შანსი. გუშინდელ არჩევნებზე ჩაეყარა ამას სერიოზული საფუძველი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პირველ რიგში მათი მხარდამჭერების და აქტივისტების დამსახურებაა, რისთვისაც მან მათ მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა