აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს წინასწარი მონაცემების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მიულოცეს.

რიჩარდ ნორლანდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და ჰანს ჰორბახი "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს კოალიციის ოფისში შეხვდნენ და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, ისინი მომავალი პრეზიდენტის გეგმებით და მთავრობასთან მისი შემდგომი ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდნენ.

დიდი ბრიტანეთის ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, სამი ელჩი გუშინ ერთობლივად აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას თბილისში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით განაწილებული იყო სამი საელჩოს თანამშრომელთა ჯგუფი. მისი თქმით, ამ დაკვირვების მიზანი იყო თვალყური ედევნებინა თუ როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ ძალებს შორის შემდგომ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდონ, ჩამოაყალიბონ ურთიერთნდობა და ღიაობის პრინციპით იმუშაონ მოქალაქეეების საკეთილდღეოდ.

ნიდერლანდების ელჩის, ჰანს სორბახის თქმით კი, მისალოცია არა მხოლოდ არჩევნებში წარმატების მიღება, ასევე არჩევნების ის ფორმა, რომლითაც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მისი თქმით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მიიზიდა მთელი საერთაშორისო ყურადღება და ჰპოვა აღიარება. "ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად მწიფდება", - აღნიშნა ჰანს ჰორბახმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა