"სააკაშვილს არ გაჩნია არც სულიერი და არც რამე სხვა ფასეულობა. მარგველაშვილი ასეთი არ გახდება"

"სააკაშვილს არ გაჩნია არც სულიერი და არც რამე სხვა ფასეულობა. მარგველაშვილი ასეთი არ გახდება"

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობის აზრით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გიორგი მარგველაშვილმაც ღირსეულად გაიმარჯვა. 27 ოქტომბერს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობაც. სწორედ არჩევნების და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შეფასება ვთხოვეთ პოეტ დავით მაღრაძეს:

დავით მაღრაძე:

-27 ოქტომბერს საქართველოში უპრეცედენტო არჩევნები ჩატარდა. ქართველმა ხალხმა პირველად მისცა ხმა თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ქვების სროლის საარჩევნო რეჟიმიდან, გადავედით თავისუფალ და მშვიდ გარემოზე. ეს არის უზარმაზარი მოვლენა, საზოგადოება ავიდა, განვითარების სულ სხვა საფეხურზე. ეს არჩევნები იმ კუთხითაც იყო უპრეცედენტო, რომ ხალხმა აირჩია პრეზიდენტი (რომელმაც უნდა იმუშაოს პრეზიდენტად) და არა "ასფურცელა", რომელიც ან სამოქალაქო ომში გადაგვჩეხავს ან მეზობლებს დაუწყებს ომს.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მარგველაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის სრული გავლენის ქვეშ, რამდენად შეძლებს ის ამ გავლენას დააღწიოს თავი და გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი?

- ეს არის ძალიან დემაგოგიური ნათქვამი, ასეთი ნათქვამი ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. მე ვფიქრობ, ნიჭიერ, ბრძენ ადამიანთან სიახლოვე და მისგან რჩევის მიღება ყოველთვის სასარგებლოა და არასოდეს არ მოუტანს ზიანს ადამიანს და ასეთი სიახლოვე არ ნიშნავს, რომ ვინმეს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ასევე მოხდება მარგველაშვილის შემთხვევაშიც. დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის და არავისგან საჭიროებს რჩევას. მაშინ მის დამოუკიდებლობასაც ემუქრება საფრთხე და ქვეყნის დამოუკიდებლობასაც, როგორც მოხდა წინა პრეზიდენტის შემთხვევაში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა