პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება "ამბები.გე"-მ მარგველაშვილის პრესსამსახურში სცადა, თუმცა მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

როგორც მარგველაშვილის პიარ კამპანიის ხელმძღვანელმა, შალვა რამიშვილმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, ლაშა აბაშიძე ძალიან მალე მედიისთვის პრეკონფერენციის გამართვას გეგმავს.

"ლაშა აბაშიძესთან დაკავშირებით კომენტარს მე არ ვაკეთებ. ძალიან მალე თვითონ გამოვა და გააკეთებს განცხადებას და ყველა ჟურნალისტს ექნება საშუალება, დაუსვას კითხვა, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც", - განაცხადა რამიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა აბაშიძის შესახებ დღეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2010-2012 წლებში ლაშა აბაშიძე ლონდონის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობდა. ფინანსური ინსტიტუტის პროფილი საკრედიტო და საინვესტიციო მომსახურების გაწევაა. ლაშა აბაშიძე იყო ბიზნესის განვითარების უფროსი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ზედამხედველობას უწევდა კომპანიის ძირითად საფინანსო-საოპერაციო საქმიანობას; ზედამხედველობდა კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს, იურიდიულ, საკადრო, რისკებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს, ანგარიშების შესრულებას, აკონტროებდა ბიუჯეტს და უზრუნველყოფდა მისი პარამეტრების შესრულებას.

2007-2010 წლებში ლაშა აბაშიძე იყო "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის და შესყიდვების სააგენტოს უფროსი.

რაც შეეხება განათლებას, ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2004-2005 წლებში ლაშა აბაშიძე სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და მიიღო სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი; 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით, ხოლო 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა.

იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ფონდის მმართველი, მარგველაშვილის წარმომადგენელი ცესკოში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია