ვინ და რატომ იბრალებს არჩილ კბილაშვილის შვილობას

ვინ და რატომ იბრალებს არჩილ კბილაშვილის შვილობას

ამ ზაფხულს თქვენი მონა-მორჩილი ქობულეთში ისვენებდა. მორიგ საღამოს მეგობრებმა ერთ-ერთ ბარში შესვლა გადავწყვიტეთ. ბარში ნუგზარ ერგემლიძე და ტატო გოდერძიშვილი მღეროდნენ.

ცოტა ხანში მიკროფონთან ნუგზარ ერგემლიძე მივიდა და დამსვენებლებს გვაუწყა, ჩვენთან ბარში პატივსაცემი სტუმარი გვყავს, არჩილ კბილაშვილის ვაჟი, და ახლა მისი თხოვნით შევასრულებ სიმღერასო.

კბილაშვილის ვაჟი ფეხზე წამოდგა და თავის დაკვრით მოგვესალმა. მეგობრებთან ერთად იყო. მალე ეს ''ვაჟი'' ისე გათამამდა, მიმღერლებთან მიდიოდა და უფასოდ აძლევდა სიმღერების შეკვეთებს. ბოლოს თვითონაც ჩაიგდო მიკროფონი ხელში და კვლავ ''მამამისის'' სახელს ამოეფარა.

ჩვენს მაგიდასთანაც მოახერხა მოსვლა, ჩემს მეგობარს ელაპარაკებოდა, ''კომედი შოუში'' ვმუშაობდი სცენარისტად, ყველას ვიცნობ მანდო. ჩვენმა ჟურნალმა ეს საინტერესო თემად მიიჩნია და გადაწყვიტა, კბილაშვილის თავმომწონე ბიჭი თქვენთვის გაეცნო.

ინტერვიუზე უარი გვითხრა, ვერიდები ინტერვიუებს, არ მინდა ხალხში გამოჩენაო. მაშინაც, იმ ბარში, და ახლაც, ამ უარის შემდეგაც, ეჭვი გაგვიძლიერდა, რომ ეს ბიჭი იტყუებოდა და დავიწყეთ გამოძიება.

ჯერ ალეკო მალხაზიშვილს გავუგზავნეთ მისი ფოტო და ვკითხეთ, როდის მუშაობდა კოკი ჭაჭანიძე მასთან სცენარისტად, მერე - გიორგი აფციაურს.

ალეკო მალხაზიშვილი:

- ეს ბიჭი ჩემთან არ ყოფილა, ალბათ, ძალიან უნდოდა (იცინის). იქნებ, აფციაურთან იყო, ცალკე როცა გავუშვით, მაშინ.

გიორგი აფციაური:

- ჩვენთან მსუქანი არავინ მუშაობდა. ვიღაც გატყუებს.

ჩვენ არჩილ კბილაშვილის პრესსამსახურს დავუკავშირდით და მათთანაც გადავამოწმეთ ეს ამბავი.

- ბატონი არჩილი კარგ განწყობაზე დადგა, ბევრი იცინა, ცოლთან ხომ არ გადავამოწმოთო, - გვითხრა კბილაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ და თან დასძინა, არჩილს არასრულწლოვანი შვილები ჰყავსო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია