"სოდომური ცოდვები განსაკუთრებით მძიმე და შეურიგებელია უფლისთვის"

"სოდომური ცოდვები განსაკუთრებით მძიმე და შეურიგებელია უფლისთვის"

მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ამჯერად, სოდომად წოდებული ცოდვის შესახებ ვისაუბრებთ. სოდომური მოვლენა, სოდომ-გომორული გამოვლინებები, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემაა...

- მამაო, მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, საიდან დაედო სათავე ადამიანთა არატრადიციული ორიენტაციისკენ, ე.წ. სოდომური ცოდვებისკენ მიდრეკლებას?

დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- ადამიანთა ამგვარ უკიდურეს უსჯულოებას ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდიდან დაედო სათავე. სოდომური ცოდვები: ერთსქესიანთა კავშირი - მამათმავლობა, ლესბოსელობა; სისხლის აღრევა, პირუტყვთან დაცემა გავრცელებული იყო სოდომისა და გომორის მხარის მცხოვრებთა შორის და ამიტომაც იწოდება არატრადიციული ორიენტაციის გამოვლინებები სოდომურ ცოდვებად. წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ უფალმა მკაცრად დასაჯა სოდომისა და გომორის მცხოვრებნი მათ შორის გავრცელებული უკიდურესი უსჯულოების, ზნედაცემულობის გამო... იმ დროს, როდესაც მთელი კაცობრიობა კერპთმსახურების წყვდიადში იმყოფებოდა, მხოლოდ მართალი აბრაამი და ლოტი ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, სწორედ სოდომისა და გომორის მცხოვრებთა შორის გავრცელებული ცოდვები იქცა ღვთისგან განსაკუთრებული სასჯელის აღსრულების საბაბად. აქედანაც ჩანს, რაოდენ საძაგელი და საშინელი იყო მათი საქმეები, მათი უსჯულოება ღვთის წინაშე.

- სოდომ-გომორის მხარეს სასჯელის აღსრულებამდე, მამრეს მუხრანში სამი მგზავრის სახით გამოცხადებული უფალი ჯერ აბრაამს, შემდეგ კი სოდომში შესული ორი ანგელოზის პირით, ლოტსაც განუცხადებს, რომ უკეთური და უკიდურესად გარყვნილი საქმეების გამო, სოდომ-გომორისა და მთელი იმ მხარის მცხოვრებნი მოისპობოდნენ, ეს მხარე ერთიანად განადგურდებოდა: "გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაი მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აღხოცად მისსა", ეუბნებიან უფლის ანგელოზები ლოტს, მასთან სტუმრობისას... (სოდომისა და გომორის დასჯის შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, "დაბადების" წიგნის მე-18 და მე-19 თავებში) რით იყო მათი ცოდვები, უსჯულოება იმდენად მძიმე, რომ ზეცას შეჰღაღადებდნენ შურისგებისთვის?

- ვიცით, ერთმა ცოდვამ როგორ შეცვალა ყველაფერი, როგორ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სამყაროც და ადამიანიც. ადამიანის ბუნება მიდრეკილი გახდა მიწიერი სიამოვნებებისა და ცოდვისკენ. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეცემოდა, მით უფრო მიექანებოდა კაცობრიობა ცოდვისკენ. ადამის შეცოდების შემდეგ, როდესაც პირველი უმძიმესი ცოდვა, პირველი მკვლელობა მოხდა, იქვე უთხრა უფალმა კაენს - შენი ძმის სისხლი შემღაღადებს მეო. შემდგომში სხვადასხავა ერისა თუ ცალკეულ პიროვნებას შორის ახალახალი, მძიმე ცოდვები იჩენდა თავს და უფალიც ყოველთვის მიუთითებდა მათ ამ ცოდვების სიმძიმისკენ. სოდომ-გომორის მცხოვრებთა შორის გავრცელებული ცოდვები - მამათმავლობა, ერთსქესიანთა აღრევა რომ განსაკუთრებით მძიმე და საძაგელია უფლისათვის, ჩვენ ვიგებთ წმინდა წერილიდან, როდესაც უფალი სამი მგზავრის სახით სტუმრობისას ეუბნება აბრაამს, - უდიდესია ცოდვები ამ ქალაქებისა და სასჯელიც უმძიმესი აღესრულება მათზეო. ერთ-ერთი საზვერეც არის სწორედ სოდომ-გომორული ცოდვებისა. უფალი ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი საშინელი, შეურიგებელია ღვთის წინაშე ეს ცოდვები და მომაკვდინებელია სულისთვის. ბოროტი ყოველთვის შეეცდება, ჩვენს სულში უკეთურობის ღვარძლი დათესოს, მაგრამ ღვთისგან სწორედ იმიტომ გვაქვს მოცემული გონება, რომ შევიგრძნოთ მისი უკეთურება, უცხო თესლზე რეაგირება მოვახდინოთ და გონებაშივე, ჩანასახშივე აღმოვფხვრათ და მოვკვეთოთ. თუ ადამიანი ნეტარებას მიეცემა, არაერთ ნაყოფს გამოიღებს სხვადასხვა უკეთურების სახით.

- სოდომ-გომორის მკვიდრთა ერთიანად განადგურება, ამ მხარეზე აღსრულებული უმკაცრესი სასჯელი, ალბათ სამაგალითოც უნდა ყოფილიყო კაცობრიობისთვის. თუ ადამიანს სინანულის გრძნობა არ ექნება, ყველა ცოდვა შესაბამის სასჯელს იმსახურებს, მაგრამ ცოდვათა გამო, ღვთისგან კაცობრიობის ან თუნდაც, გარკვეული ადგილების, ცალკეული ხალხების მასშტაბურად, ერთიანად დასჯის შემთხვევები რამდენიმეჯერ მოხდა კაცობრიობის ისტორიაში...

- გულწრფელი სინანულის შემთხვევაში ადამიანს ღვთისგან ყველა ცოდვა მიეტევება, ამის მაგალითები ბიბლიაშიც მრავლად გვხვდება. ალბათ ვიკითხავთ - რატომ არ მიეცათ ღვთისგან შანსი სოდომ-გომორის მცხოვრებთ? - თუ ადამიანში ჯერ კიდევ დარჩენილია სიკეთის პატარა მარცვალი და მთლიანად არ გამქრალა ღვთის მადლი მასში, როგორც კი შეეხება სიწმინდეებს, ღვთიურ ძალას, მის სულში აუცილებლად სითბო და სინათლე შევა. გავიხსენოთ, როგორ იქცევიან სოდომ-გომორის დასჯამდე ღვთისმიერი ადამიანები - აბრაამი და ლოტი და როგორ იქცევიან სოდომ-გომორელები. აბრაამი შეამჩნევს თუ არა უცხო მგზავრებს, რომელთა სახითაც განეცხადა წმინდა სამება, მიდის, თაყვანს სცემს, სიხარულით მიიწვევს თავის კარავში და უმასპინძლდება. მის მსგავსად იქცევა ლოტიც, როდესაც ორი ანგელოზი მგზავრის სახით მიდის მასთან. მისმა სულმა იგრძნო მათი განსაკუთრებულობა, თაყვანი სცა და შეიპატიჟა სახლში ღამის გასათევად. მაგრამ როგორ იქცევიან სოდომელები? - როდესაც ანგელოზები დაინახეს, მათში უფრო მეტად აღიძრა ბიწიერება. მთელი ქალაქის მცხოვრებნი - ჭაბუკიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული, ლოტის სახლთან მიდიან და ეუბნებიან: "სად არიან კაცნი, მოსულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რათა თანა-ვეყუნეთ მათო". ხოლო, როცა ლოტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მის სახლში შეჭრას და ლოტის და მისი სტუმრების შეურაცხყოფას ლამობენ, ღვთის ნებით, უფლის ანგელოზები, დიდიდან პატარამდე, ყველას, დაბრმავებით სჯიან. სოდომ-გომორში ანგელოზთა მისვლა, მათზე სასჯელის მიგება, როდესაც ანგელოზთა წინააღმდეგ აღძრულები ბრმავდებიან, ერთი მხრივ, ამ მხარის მცხოვრებთათვის ღვთისგან მიცემული შანსი იყო, რათა დაფიქრებულიყვნენ და სინანულს მისცემოდნენ; მეორე მხრივ, უფალი გვანახვებს, სოდომ-გომორული ცოდვა როგორ კლავს ადამიანში ღვთის ყველანაირ მადლს. ისინი სულიერად მკვდარი იყვნენ, მათი გამოსწორების და ღვთისკენ მიბრუნების შანსი აღარ არსებობდა. ამაზე მეტყველებს უფლის ანგელოზის მისვლა, რასაც მათში სინდისი არ გაუღვივებია. ვიცით, რომ იმ პერიოდის კაცობრიობა კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში იმყოფებოდა. კერპთაყვანისმცემლობა არის სულის კეთრი, სულისათვის მომაკვდინებელი. ასევეა სოდომური ცოდვებიც - ავხორცობა, მამათმავლობა და სხვა. თუმცა, სოდომური ცოდვები გაცილებით საძაგელია უფლის წინაშე, ამიტომაც აღესრულა ღვთის სასჯელი სოდომ-გომორზე უფრო მასშტაბური და უმკაცრესი მართლმსაჯულებით. რა თქმა უნდა, ეს იყო მაგალითი მთელი ქვეყნიერების დასანახავად.

სოდომ-გომორის მოვლენა იმ პერიოდში ბევრი ადამიანის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა. შემდგომ პერიოდშიც და დღესაც, სოდომ-გომორი უკიდურესი უსჯულოების, საშინელების სინონიმია და საშინელების განცდას იწვევს როგორც ცოდვის, ასევე სასჯელის წარმოდგენის მხრივ. უფალი სასჯელებს უშვებს იმის გამო, რომ გამოსწორებადი იყოს მოვლენა, შემთხვევა და არა - განმეორებადი, ვიცოდეთ, რა არის საძაგელი უფლის წინაშე, რა მიამსგავსებს ამ სამყაროს ჯოჯოხეთს და რა მიამსგავსებს ადამიანს ღვთის ხატებას. რა თქმა უნდა, ეს სასჯელიც ამის გამო დაუშვა უფალმა, თანაც ასეთი მასშტაბური სახით, რომ ადამიანთა მეხსიერებაში ჩარჩენილიყო და მსგავსი საქციელები მოეძულებინათ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია