ვიკილიქსი: აშშ თბილისში მოსმენებს ახორციელებდა

ვიკილიქსი: აშშ თბილისში მოსმენებს ახორციელებდა

თბილისი იმ ქალაქებს შორის არის, საიდანაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ტექნიკური სისტემების გამოყენებით მოსმენებს ახორციელებდა, - ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტპორტალმა "ვიკილიქსმა" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ამასთან, "ვიკილიქსმა" გაავრცელა მსოფლიო ქალაქების რუკა, სადაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ მოსმენების პუნქტებია აღნიშნული.

რუკაზე ხუთი ფერით – წითელი, ყვითელი, მწვანე, თეთრი და ნაცრისფერი – აღნიშნულია ამერიკელი სპეცსამსახურების ქმედება. რუკაზე თბილისი, 73 ქალაქთან ერთად, თეთრი ფერით არის დატანებული, რაც ლოკაციის აღმნიშვნელი ფერია.

წითელი ფერი იმ ქალაქების აღმნიშვნელია, სადაც აქტიური დაკვირვებები ხორციელდებოდა, მწვენე – ტექნიკური აქტივობით გამორჩეულ ქალაქებს, ნაცრისფერი – პოტენციური დაკვირვების ქალაქებს, ყვითელი კი იმ ქალაქებს აღნიშნავს, სადაც ნაკლებად ხორციელდებოდა მოსმენები.

თბილისის გარდა, "ვიკილიქსის" მიერ შედგენილ რუკაზე, დატანილია ბაქო, მოსკოვი, რომი, პარიზი, ვენა და სხვა ქალაქები.

გასულ კვირას ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ევროპის 35 ლიდერის სატელეფონო საუბრებს ისმენდა, მათ შორის იყო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ამასთან, ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის სპეცსამსახურებმა საფრანგეთში 70 მილიონზე მეტი, იტალიაში – 60-ზე, ესპანეთში კი 45 მილიონზე მეტი სატელეფონო საუბარი მოისმინეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა