რო­გორ ებ­რძვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კლო­ნი­რე­ბას

რო­გორ ებ­რძვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კლო­ნი­რე­ბას

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სში არ­სე­ბუ­ლი მუხ­ლი - "ა­და­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა", რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლამ­დე აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა, ცო­ტა არ იყოს, აბ­სურ­დუ­ლი და სა­ხა­ლი­სო ჩანს. მი­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა გა­მოც­დი­ლი იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბა იმა­ზე, თუ რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს "ა­და­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბა". ფაქ­ტი­ა, რომ ამ მუხ­ლით დას­ჯი­ლი დღემ­დე არა­ვის უნა­ხავს და, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ვერც მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ, თუმ­ცა იუ­რის­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი სუ­ლაც არ არის უც­ნა­უ­რი და ვი­ნა­ი­დან ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, გა­მო­რიცხ­უ­ლი არ არის, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის დო­ნე­ზე კლო­ნი­რე­ბა აქაც და­ი­ნერ­გოს".

- სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 136-ე მუხ­ლი "გე­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა, ანუ ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა", კლო­ნი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. გე­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით, ისე ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. გე­ნე­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით და­იშ­ვე­ბა, რა­თა დად­გინ­დეს გე­ნე­ტი­კა­ში ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის ხა­სი­ა­თი და შე­მუ­შავ­დეს მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი და არა ის, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ანუ უჯ­რე­დის მეშ­ვე­ო­ბით, შე­იქ­მნას ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბა.

რიგ ქვეყ­ნებ­ში და­საშ­ვე­ბია კლო­ნი­რე­ბა - ვი­ცით, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში შე­იქ­მნა კლო­ნი­რე­ბუ­ლი ცხვა­რი, ძრო­ხა... რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ­თან ჯერ ამის სა­მეც­ნი­ე­რო დო­ნე და რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის. მაგ­რამ იმ­დე­ნად მა­ღა­ლია მიგ­რა­ცი­ის დო­ნე და იმ­დე­ნად მჭიდ­როა კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის დო­ნე­ზე კლო­ნი­რე­ბა აქაც და­ი­ნერ­გოს და თუ მას კა­ნო­ნი და შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცია არ დახ­ვდა, შე­საძ­ლო­ა, საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღოთ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია