''ჩემმა ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს ან ისწავლოს''

''ჩემმა ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს ან ისწავლოს''

ამბობს, რომ გველისა და ბაყაყის ხორცს არასდროს გასინჯავს, თუმცა იმავეს ამბობდა კიბორჩხალებზე. კერძებს ჯერ ისევ დედა უმზადებს. თავად ტყემალი და მურაბა ერთმანეთში ერევა, თუმცა დიზაინერმა მაინც გაიხსენა ერთი სალათის რეცეპტი, რომელიც თურმე წონაში კლებასაც უწყობს ხელს. დღეს კულინარიაზე ზალიკო ბერგერი გვესაუბრება.

- ზალიკო, გურმანი ხარ?

- საშინლად.

- რაში გამოიხატება შენი გურმანობა?

- მიყვარს ეგზოტიკური, უცხო კერძები. მაგალითად, პირველად სუში რომ გავსინჯე, არ მომეწონა. მეორედ, მესამედ მეგემრიელა და მივხვდი, რომ ნებისმიერი სახის ახალი უცნაური პროდუქტის გასინჯვა საინტერესოა და ძალიანაც შევიყვარე. იგივე დამემართა კიბორჩხალასთან დაკავშირებით. ბაქოში სტუმრად ვიყავი მეგობართან და პრეზიდენტის ოჯახიდან ცოცხალი კიბორჩხალები მოუტანეს საჩუქრად დიდი ყუთით. ვნახე, როგორ მზადდებოდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ შევჭამდი, მაგრამ გამზადებული, სოუსით, ძალიან მომეწონა.

- მხოლოდ გემრიელი კვება გიყვარს თუ კერძების მომზადებაც გამოგდის?

- თვითონ იშვიათად ვამზადებ, ისე, სახლში მომზადებული საჭმელი მიყვარს. მე თვითონ ვერ ვამზადებ, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს გემრიელი ხელი აქვს. რომ არ ველოდები, ისეთი მეგობარი დამახვედრებს ხოლმე გემრიელ კერძს...

- შენი საყვარელი კერძი რომელია?

- ყველაფერი მიყვარს კარგად მომზადებული, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია