7 სპეცრაზმელის საქმეზე სასამართლომ ბაჩო ახალაია გაამართლა

7 სპეცრაზმელის საქმეზე სასამართლომ ბაჩო ახალაია გაამართლა

ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

აღნიშნული საქმე 2 თვეზე მეტია მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა. საქმის მიხედვით, ბაჩო ახალაიას, ბრალდებულ 7 პირთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამება და არაადამიანური მოპყრობა ედება.

ბაჩო ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის მტკიცებით, სპეცრაზმელების წამებას ადგილი არ ჰქონია და მათ საწვრთნელი კურსი "რეინჯერი" გაიარეს.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეებიდან ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ე.წ. სამხედროების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა, ბაჩო ახალაია გამართლდა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთ, ახალ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, პროცესი 18 ნოემბერს ჩაინიშნა, ახალაიას კი ბოლო ბრალდების საფუძველზე, 26 ოქტომბერს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული ახალაია ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ სცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

იხილეთ ვიდეო: ბაჩო ახალაია სასამართლომ მეორედ გაამართლა

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ