აფხაზეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე - 10 წელიწადში მოსახლეობა 30%-მდე შემცირდება

აფხაზეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე - 10 წელიწადში მოსახლეობა 30%-მდე შემცირდება

მომდევნო 10 წელიწადში აფხაზეთის მოსახლეობა 10-დან 30%-მდე შემცირდება, ამის შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც 25 ოქტომბერს ექსპერტთა ფონდმა "აინერმა" აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის თემაზე გამართულ დისკუსიაზე წარმოადგინა.

დისკუსიაში აფხაზურ პარლამენტში სერგეი ბაღაფშის წარმომადგენელი დიმიტრი შამბა, ე.წ ვიცე-პრემიერი ალექსანდრ სტრანიჩკინი, დეპუტატები რაულ ჰაჯიმბა, ახრა ბჟანია, ვალერი კვარჩია, პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ძირითადი ფაქტორი, რომელიც აფხაზეთში დემოგრაფიულ სიტუაციაზე ნეგატიურად აისახება, ნარკომანია, შიდსი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება და საავტომობილო ავარიების დიდი რაოდენობაა. ამასთან, ფონდის ექსპერტმა აზამატ ჰიბამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.

მომზადებულია cyxymu.livejournal.com-ისა და agrba-timyr.livejournal.com მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?