პრემიერად - ღარიბაშვილი, შს მინისტრად - კალაძე - რას ფიქრობს მაია ფანჯიკიძე გავრცელებულ ვერსიებზე

პრემიერად - ღარიბაშვილი, შს მინისტრად - კალაძე - რას ფიქრობს მაია ფანჯიკიძე გავრცელებულ ვერსიებზე

ზუსტად იმდენი ვიცი პრემიერის კანდიდატურის შესახებ, რამდენიც თქვენ და საზოგადოებამ, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან პრემიერის კანდიდატურაზე საუბრისას.

"კვირის ბოლოს პრემიერი აპირებს ამ საკითხის პოლიტსაბჭოზე განხილვას. მე პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ და ამიტომ განხილვაზე არ ვიქნები. შესაბამისად გავიგებ ალბათ მაშინ, როდესაც მთავრობას წარუდგენენ კანდიდატს",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არის ვერსიები, რომლის თანახმადაც შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა გახდეს პრემიერი, ხოლო შს მინისტრი - კახა კალაძე, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ სანამ ეს ამბავი არ გახდება ცნობილი, მუდმივად იქნება სხვადსხვა ვერსია.

"ესეც არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც სადღაც ლოგიკურია, რადგანაც ნათქვამია, რომ ახალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტიდან იქნება. სათითაოდ ყველაზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, კაცებზე მაქვს ოღონდ ლაპარაკი, რადგან ის ვიცით, რომ პრემიერი ქალი არ იქნება",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა