ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა განცხადება სასტუმრო "ჰოლიდეი-ინში" გააკეთა , სადაც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა.

ამბასადორიალის შემდეგ ივანიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინთან. სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს ზეევ ელკინმა განუცხადა, პრინციპული გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღებულია, ხოლო ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა