დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დღეს გაიმართა. "ინტერპრესნიუსი" ცდილობს, დეტალები საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან და ადვოკატებთან დააზუსტოს.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმეები განხილვის პროცესშია.

დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

ამასთან, "იმედის" გასხვისების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ