ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

დღეს­დღე­ო­ბით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 84 უვა­დო მსჯავ­რდე­ბუ­ლი­ა. მათ­გან 3 ქალ­ბა­ტო­ნია და ისი­ნი ქალ­თა #5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ხო­ლო 81 მა­მა­კა­ცი პა­ტიმ­რი­დან 76 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #8, 5 კი - #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­მა მოგ­ვა­წო­და უვა­დო მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბი:

2010 წელს, ქუ­თა­ი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ქუ­თა­ის­ში, ფი­ფი­ე­ბის ოჯახ­ზე ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმა­სა და ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ოთხი პი­რი. მათ­გან ერ­თ-ერ­თმა - მ.კ-მ, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ირიცხ­ე­ბო­და, უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და­ნა, და­ტო­ვა დრო­ე­ბი­თი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ყა­ჩა­ღო­ბა. მ.კ. თავს და­ეს­ხა ფი­ფი­ე­ბის ოჯახს და 100 ლა­რის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ოჯა­ხის ორი­ვე წევრს სი­ცოცხ­ლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის­თვის 4 პი­რი­დან ორს - მ.კ-სა და თ.გ-ს სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

2006 წელს ს.ს. თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად ყა­ჩა­ღუ­რად და­ეს­ხა თავს გ.მ-ს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ნივ­თი წა­არ­თვეს, ამის შემ­დგომ კი, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მსხვერ­პლი მოკ­ლეს. მას 19 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი...

ქმარ­მა პუ­რის საჭ­რე­ლი და­ნით მოკ­ლა მე­უღ­ლე და 5 წლის შვი­ლი, ამის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ყე­ლი გა­მო­იჭ­რა.

20 მარტს, ორ­ხე­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქმარ­მა ცო­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და­ნით მოკ­ლა (ყე­ლი გა­მოჭ­რა).

25 წლის შ.ტ. 2008 წელს ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დის­თვის იხ­დის სას­ჯელს. მი­სი ად­ვო­კა­ტი დღემ­დე ცდი­ლობს შ.ტ.-ს შე­უ­რაცხ­ა­დო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას და მის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მო­თავ­სე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი კი იქი­დან და­იწყ­ო, რომ შ.ტ.-მ მე­გო­ბა­რი მ.ც. აი­ძუ­ლა, სა­კუ­თა­რი ბი­ნა მა­მის­გან ფა­რუ­ლად ბან­კში ჩა­ე­დო და აღე­ბუ­ლი ფუ­ლი თვი­თონ მი­ით­ვი­სა. სულ მა­ლე, ბუ­რუ­სით მო­ცულ ავ­ტო­ა­ვა­რი­ას, რომ­ლის დრო­საც სა­ჭეს­თან შ.ტ. იჯ­და, მ.ც.-ს სი­ცოცხ­ლე ემ­სხვერ­პლა. რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ ბი­ნის და­კარ­გვის ამ­ბა­ვი (პრო­ცენ­ტის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გა­მო, ბან­კმა აც­ნო­ბა ამის შე­სა­ხებ) შე­იტყო და შ.ტ.-ს ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუნ­და, მას პა­სუ­ხი მოს­თხო­ვა. "შე­უ­რაცხ­ყო­ფილ­მა" შ.ტ.-მ მე­გობ­რის მა­მა სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღით გა­მო­ა­სალ­მა სი­ცოცხ­ლეს. ამის შემ­დეგ მან თბი­ლი­სის ზღვა­ზე აიყ­ვა­ნა მკვლე­ლო­ბის ორი მოწ­მე მე­გო­ბა­რი და ისი­ნიც და­ხო­ცა. დღემ­დე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია ტაქ­სის მძღო­ლი, ვი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც შ.ტ.-მ მე­გობ­რე­ბი მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას მი­იყ­ვა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ნაც და­ნარ­ჩე­ნე­ბის ბე­დი გა­ი­ზი­ა­რა.

უცხ­ო­ე­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ამ­ჟა­მად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 31 მო­ქა­ლა­ქე იხ­დის სას­ჯელს, ასე­ვე თურ­ქე­თის 26, რუ­სე­თის 21 და სომ­ხე­თის 20 მო­ქა­ლა­ქე. სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხ­ო­ე­ლე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლ­ების სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ლი­დე­რო­ბენ: ირა­ნი, ერა­ყი და უკ­რა­ი­ნა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში რვა ირა­ნე­ლი, რვა უკ­რა­ი­ნე­ლი, შვი­დი ერა­ყე­ლი და ის­რა­ე­ლის შვი­დი მო­ქა­ლა­ქეა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, საქართვე­ლო­ში სას­ჯელს იხ­დი­ან ნი­გე­რი­ის, ტუ­ნი­სის, სე­ნე­გა­ლის, შრი-­ლან­კის, ბან­გლა­დე­შის, კა­მე­რუ­ნის, ყა­ზა­ხე­თის, ყირ­გი­ზე­თის, უზ­ბე­კე­თი­სა და ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ჯელს 8 მო­ქა­ლა­ქე იხ­დის, კერ­ძოდ: სა­ბერ­ძნე­თის 5 მო­ქა­ლა­ქე, 2 ფრან­გი და ერ­თიც ბელ­გი­ე­ლი. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია ასე­ვე აშ­შ-ის ერ­თი მო­ქა­ლა­ქე.

მოამზადა ნანა ფიცხელაურმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ