დევნილების გარკვეული კატეგორია 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს

დევნილების გარკვეული კატეგორია 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს

დევნილები, რომელთაც 70 001 ქულაზე ნაკლები აქვთ, ზამთრის სეზონზე დახმარების სახით 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ექსკლუზიურად "ამბები.გე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს ესაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოსცა განკარგულება, რომ გარკვეული კატეგორიების დევნილები ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფისთვის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

ამასთან, დარახველიძის თქმით, სამინისტროს ჰქონდა პროექტი, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ დევნილებს მიეღოთ დევნილის შემწეობაც და სოციალური დახმარებაც, მაგრამ პროექტი ვერ დამტკიცდა.

"სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დევნილები ირჩევენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთათვის სოციალურ დახმარებას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე დევნილის შემწეობა. სამწუხაროდ ორივეს აღება ვერ ხერხდება. ჩვენ გვინდოდა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ დევნილებს მიეღოთ დევნილის შემწეობაც და სოციალური დახმარებაც, მაგრამ ეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დამატებით საბიუჯეტო ხარჯს იწვევდა და ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უარი გვითხრა", - განაცხადა დარახველიძემ.

ასევე იხილეთ - დევნილთა შემწეობა იზრდება

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია