გიორგი მარგველაშვილი - თუ სააკაშვილს აქვს რაღაც მომავალი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

გიორგი მარგველაშვილი - თუ სააკაშვილს აქვს რაღაც მომავალი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

თუ სააკაშვილს აქვს რაღაც მომავალი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ბი-ბი-სი"-ს რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა უცხოურ მედიას ოპოზიციის შესახებ მოსაზრებები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის როლი ქვეყანაში მისი პოპულარობით განისაზღვრება.

"შესაბამისად, საქართველო არის ქვეყანა კონსოლიდირებული ევროპული დემოკრატიით. შეუძლებელია, რომ საქართველოში იყოს მხოლოდ ერთი პარტია. საქართველოში უნდა იყოს სხვადასხვა პარტია და ეს უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი. ამ ასპექტში, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა პარტიები, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სააკაშვილი არის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური ფიგურების გავლენას ქვეყნის განვითარების პროცესზე წყვეტენ არა პრეზიდენტები, არამედ ხალხი. თუ სააკაშვილს აქვს რაღაც მომავალი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, მე ვუყურებ ამ სიტუაციას, მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე და ვერ ვხედავ მის რეალურ პოპულარობას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას არა პრეზიდენტი, არამედ არჩევნები და ხალხი წყვეტს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა