რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით კანონს სპეციალური მუხლი დაემატება

რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით კანონს სპეციალური მუხლი დაემატება

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარ დამამცირებელი ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში - პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის" იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. საკითხის ინიციატორებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სურვილია, რომ აღნიშნული მუხლის კენსჭისყრაზე დაყენებამდე, დაზუსტდეს მისი შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აქტებთან.

ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის ქმედების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია