"არ ვიცი ჯერჯერობით, ვნახოთ" - დავით ნარმანია თბილისის მერობაზე

"არ ვიცი ჯერჯერობით, ვნახოთ" - დავით ნარმანია თბილისის მერობაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა.

"არ ვადასტურებ და ვერ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, რადგან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე არ შევხვედრივარ. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მე თვითონაც დღეს დილით გავიგე მედიის საშუალებით, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო",-განაცხადა ნარმანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ის თბილისის მერის კანდიდატად დასახელებას, ნარმანია აცხადებს, რომ ურჩევნია სამინისტროში დარჩეს.

"არ ვიცი ჯერჯერობით, ვნახოთ, ფუნქციურად ჩვენი სამინისტრო ძალიან დატვირთული სამინისტროა. ბევრი რაღაც მოვახერხეთ და გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, მოსაწესრიგებელი და ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს 2014 წლისთვის. ამიტომ ალბათ მირჩევნია, რომ დავრჩე იქ, სადაც ვარ", - განაცხადა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა