კახი კალაძე: პირველად მესმის, რომ ჩემი კანდიდატურა შს მინისტრის პოსტზე განიხილება

კახი კალაძე: პირველად მესმის, რომ ჩემი კანდიდატურა შს მინისტრის პოსტზე განიხილება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძის თქმით, პირველად ესმის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი კანდიდატურა შს მინისტრის პოსტზე განიხილება.

"მე ვთვლი, რომ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვარ, მაგრამ თუ ჩვენი გუნდი რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მზად ვარ რიგით კარისკაცადაც კი დავდგე", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნული განცახდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გააკეთა, სადაც მან გაზიფიცირების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, რომელსაც შს მინისტრის პოსტზე კახი კალაძე შეცვლის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა