ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ახა­ლი ვერ­სია

ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ახა­ლი ვერ­სია

ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­სი­ის მი­ზა­ნი ამ ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მას­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რე­ა­გი­რე­ბის მოთხ­ოვ­ნა­ა. ამ სა­კითხ­ზე რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი მე­ქა ხან­გოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ამ კო­მი­სი­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს შექ­მნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა; ჩეჩ­ნურ­-ინ­გუ­შუ­რი, ვა­ი­ნა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლია და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უხუ­ცეს­თა აზ­რი. კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ხე­ო­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან: ხა­სო ხან­გოშ­ვი­ლი, ზა­ურ გუ­მაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სიტყ­ვა ეთ­ქმის ხე­ო­ბა­ში, მუ­რად ქავ­თა­რაშ­ვი­ლი, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტი. უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბის­თვის ასა­კი კი არ არის გა­დამ­წყვე­ტი, არა­მედ ავ­ტო­რი­ტე­ტი, ხე­ო­ბე­ლე­ბის ნდო­ბა.

- ლა­ფა­ყუ­რის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი ვერ­სია გავ­რცელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, ჯგუ­ფი, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და­იწყო ოპე­რა­ცი­ა, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვილ­მა (­პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი) ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მათ მომ­ზა­დე­ბა­ში, მე­რე კი - მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

- ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვილს ახ­ლოს ვიც­ნობ, ტყუ­ი­ლია იმის თქმა, რომ მან ჩა­მო­იყ­ვა­ნა ეს ჯგუ­ფი, გა­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­­დან თუ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ასე­თი ჯგუ­ფის შეკ­რე­ბას შეძ­ლებ­და? ზე­ლიმ­ხა­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვი­სას, იმის გა­მო, რომ მას მებ­რძო­ლე­ბი ენ­დო­ბოდ­ნენ, ჩა­ტა­ევ­თან ერ­თად მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თეს, იფიქ­რეს, რომ მებ­რძო­ლე­ბი მას და­უ­ჯე­რებ­დნენ. ზე­ლიმ­ხა­ნი ჩე­მი ნა­თე­სა­ვი­ა, ვი­ცი, რომ იმ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში იყო და არც კი იცო­და, რა ხდე­ბო­და ლა­ფან­ყურ­ში, მას კა­ხე­თის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­რე­კეს და პრო­ცეს­ში ჩარ­თვა სთხო­ვეს, ეგებ გა­დას­ვლა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნო­ო.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­ე­ვი თურ­ქეთ­ში ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შა­რი­ა­თის სა­სა­მარ­თლოს უნ­და დას­წრე­ბო­და...

- ეს სა­სა­მარ­თლო არ შემ­დგა­რა და არც რა­ი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­მო­უ­ტა­ნი­ა. ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მებ­რძო­ლი თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და, ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პა­ში წა­ვი­და, ერ­თი კი სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ში და­ი­ღუ­პა, აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის მხა­რე­ზე ბრძო­ლი­სას. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მო­უთ­მენ­ლად ე­ლი­ან რო­გორც ამ კო­მი­სი­ის, ისე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს. მშობ­ლებ­მა შვი­ლე­ბის ექ­სჰუ­მა­ცი­ის უმ­ძი­მე­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც კი მი­ი­ღეს. მომ­ხდა­რი­დან საკ­მაო დრო გა­ვი­და. ამ ლო­დინს შე­ე­წი­რა ჯგუ­ფის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წევ­რის, ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მა­მა, ის მძი­მედ და­ა­ვად­და, ბე­ლო­რუ­სი­ა­ში მკურ­ნა­ლობ­და, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას კი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში უსი­ა­მოვ­ნე­ბა შე­ემ­თხვა: სა­მი სა­ა­თი აც­დე­ვი­ნეს, წყა­ლიც არ მი­ა­წო­დეს, ქვე­ყა­ნა­ში არ უშ­ვებ­დნენ, რა­ზეც ძალ­ზე ინერ­ვი­უ­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მებ­მა გვითხ­რეს, რომ ორი დღის სი­ცოცხ­ლე­ღა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და აპა­რატ­ზეც არ შე­ა­ერ­თეს, მას კი ისე უნ­დო­და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გის ნახ­ვა, ამის მე­რე ოთხი თვე იცოცხ­ლა...

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ