ქარ­თვე­ლი ემო­ე­ბი - "ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი მორ­გი­ა"

ქარ­თვე­ლი ემო­ე­ბი - "ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი მორ­გი­ა"

ბო­ლო დროს ემო ­თი­ნე­ი­ჯე­რებს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით, ისი­ნი უც­ნა­უ­რე­ბი და ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი არი­ან, თავს გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და სა­კუ­თა­რი სამ­ყა­რო აქვთ.

ემო XXI სა­უ­კუ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა­ა, რომ­ელიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მუდ­მივ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აწყ­დე­ბა, ერაყ­ში მა­თი მიმ­დევ­რე­ბი ამო­ხო­ცეს, ზოგ ქვეყ­ნებ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­პარ­სეს თა­ვე­ბი, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში კი დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში მცხოვ­რე­ბი 14 წლის ბე­ქა ემო­თა­ნაკ­ლა­სე­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით მო­ი­ხიბ­ლა, და­უ­მე­გობ­რდა და მი­სი გავ­ლე­ნით ერთ სა­ღა­მოს თა­ვა­დაც მა­ჯებ­და­სე­რი­ლი დაბ­რუნ­და შინ, რა­საც მშობ­ლებ­თან პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვა.

"მორ­წმუ­ნე ოჯა­ხი გვაქვს, ყო­ველ­კვი­რა ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვართ და ბე­ქაც თან მახ­ლავს, ყო­ველ­დღე ლო­ცუ­ლობს. სამ­წუ­ხა­როდ, ბე­ქა ძა­ლი­ან ამ­ყო­ლი ბავ­შვი­ა, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს სხვე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­როს, მი­სი და­ყო­ლი­ე­ბა ად­ვი­ლი­ა. სკო­ლა­ში ერთ გო­გო­ნას და­უ­მე­გობ­რდა, ცო­ტა უც­ნა­უ­რი ბავ­შვი­ა, მარ­ტო ბე­ქას კი არა, მთე­ლი კლა­სის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში­ა. რო­გორც გა­ვი­გე, ეს ბავ­შვი თურ­მე ემო ყო­ფი­ლა, ვე­ცა­დე გა­მერ­კვია, რას ნიშ­ნავს, იყო ემო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ტა­ნის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან, არ სწამთ ღმერ­თი.

თა­ვი­დან ამისთვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვი­ა, მაგ­რამ ერთ სა­ღა­მოს ჩე­მი შვი­ლი ხე­ლებ­და­სე­რი­ლი მო­ვი­და სახ­ლში, რა­მაც გა­მა­გი­ჟა. თვი­თონ ამ­ბობს, რომ წა­იქ­ცა, მაგ­რამ ხე­ლე­ბი ფანქრის სათ­ლე­ლის და­ნით ჰქონ­და და­სე­რი­ლი. ამის გა­მო დავ­სა­ჯეთ, ავუკ­რძა­ლეთ ასეთ ბავ­შვებთან მე­გობ­რო­ბა. ვერც მას­წავ­ლე­ბელს და­ვე­ლა­პა­რა­კე, რად­გან მითხ­რეს, რომ ეს ემო­ბავ­შვი ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლია, ბევ­რჯერ ჰქო­ნია თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. მა­საც აქვს მშობ­ლებ­თან პრობ­ლე­მა, მე­ში­ნი­ა, ჩე­მი მი­ზე­ზით კი­დევ რა­მე არ აუ­ტე­ხოს თავს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­სი გვერ­დი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, სა­დაც მუდ­მი­ვად წერს, რომ ცხოვ­რე­ბას აზ­რი არა აქვს. ძა­ლი­ან ვღე­ლავ, რომ ჩე­მი შვი­ლიც არ გახ­დეს ემო და ვცდი­ლობ გა­ვა­კონ­ტრო­ლო, მაგ­რამ იმ მო­ზარ­დის ბე­დიც, რა თქმა უნ­და, მა­ღელ­ვებს", - ამ­ბობს ბე­ქას დე­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ემო­თი­ნე­ი­ჯე­რებ­თან სა­უ­ბა­რი ძნე­ლი­ა, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმე. მა­რი 14 წლი­საა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის გა­მო ხში­რად ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში­ა, თუმ­ცა თა­ვად ამ­ბობს, რომ მა­ხინ­ჯი­ა:

"მე არც ემო ვარ და არც გო­თი, უფ­რო მე­ტალ­ჰე­დი ვარ. მორ­გთან სულ ერ­თხელ ვი­ყა­ვი, იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია არ მო­მე­წო­ნა და აღარ დავ­დი­ვარ. ხე­ლებს მეც ვიტყ­ა­ვებ ხოლ­მე. პირ­ვე­ლად ჩემ­მა და­ქალ­მა გა­მი­კე­თა ეს გაკ­ვე­თილ­ზე, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ა. კა­ნის გატყ­ა­ვე­ბის პრო­ცე­სი არ არის მტკივ­ნე­უ­ლი, დიდ­ხანს უნ­და მო­იფ­ხა­ნო და ნელ­-ნე­ლა კა­ნიც გაგ­ძვრე­ბა. ეს უბ­რა­ლოდ თა­მა­ში­ა, არა­ნა­ი­რი ახი­რე­ბა და მო­და არ არის, ვთა­მა­შობთ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით. ვერ­თო­ბით, რა­ა.

ეშ­ლი 15 წლი­სა­ა, დე­და და სა­მი და-­ძმა ჰყავს, ოჯახ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო მა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. თუმ­ცა ამა­ზე დი­დად არ სწუხს:

- სახ­ლში პრობ­ლე­მე­ბი მუდ­მი­ვად მაქვს: მო­წე­ვა­, პირ­სი­ნგებ­ი, თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა­, ქცე­ვა­, ტა­ტუ­ებ­ი, შინ შუ­ა­ღა­მე მის­ვლა, ცუდ "სას­ტავ­თან" სი­ა­რულ­ი, მორ­გთან "ბირ­ჟა­ო­ბა", ცუ­დად სწავ­ლა­ და კი­დევ რა ჩა­მოთ­ვლის დე­და­ჩე­მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზებს. მა­გა­ლი­თად, ამ წელს უკ­ვე ოთხ­ჯერ გამ­რიცხ­ეს სკო­ლი­დან, მაგ­რამ მაგ­რად "მკი­დი­ა". მორგთან ვიკ­რი­ბე­ბით, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი­ა, საჩ­ვე­ნო, წყნა­რი. კი­დევ "დამ­პა­ლოს" სა­საფ­ლა­ო­ზეც ავ­დი­ვართ ხოლ­მე, ეს ის ად­გი­ლე­ბია, სა­დაც ხალ­ხი ნერ­ვებს ვე­ღარ მოგ­ვიშ­ლის. ალერ­გია მაქვს ხალ­ხზე. ისე, იმ მორ­გში მის­ვლას არ გირ­ჩევ, ძა­ლი­ან შე­გე­შინ­დე­ბა და თან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი "სას­ტა­ვი" დაგ­ხვდეს, რო­მე­ლიც ჩემ­სა­ვით ნამ­დვი­ლად არ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა. საკ­მა­ოდ ბევ­რნი ვართ, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს ნაკ­ლე­ბად ვენ­დო­ბით.

- ხე­ლე­ბი რა­ტომ გაქვთ და­სე­რი­ლი?

- ხან­და­ხან უსაქ­მუ­რო­ბის გა­მოც ვი­სე­რავ ხე­ლებს. ზოგს მოს­წონს, სი­ლა­მა­ზეს ხე­დავს და­სე­რილ მა­ჯებ­ში. ხან­და­ხან სხე­უ­ლი­დან სის­ხლის გა­მო­დე­ნა ნერ­ვებ­საც აწყ­ნა­რებს, ამი­ტომ ცუდ ხა­სით­ზე ყოფ­ნის დრო­საც ვა­კე­თებთ ხოლ­მე. ზოგს კი თა­ვის მოკ­ვლა უნ­და...

ესაუბრა მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია