"და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის კერ­პი სა­ვა­ში ან სუ­ლე­ი­მა­ნი­ა"

"და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის კერ­პი სა­ვა­ში ან სუ­ლე­ი­მა­ნი­ა"

დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ოჯახ­ში უყუ­რე­ბენ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს, რო­მელ არ­ხ­ზეც უნ­და გა­დარ­თოთ, ეკ­რა­ნი­დან თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი გვი­ღი­მი­ან, და თუ ად­რე სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი ხუ­ა­ნის, პედ­რო­სა და ლუ­ის-ალ­ბერ­ტოს მზეს იფი­ცებ­დ­ნენ, ახ­ლა მა­თი ად­გი­ლი სა­ვაშ­მა, ბო­რან­მა და მუს­ტა­ფამ და­ი­კა­ვა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ აფა­სე­ბენ ამ მოვ­ლე­ნას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა ზე­მო ფო­ნი­ჭა­ლის ყო­ველ­თა წმი­და­თას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარს, დე­კა­ნოზ იოანე წკეპ­ლა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ეს ერ­თი შე­ხედ­ვით უწყი­ნა­რი ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე, უფ­რო მე­ტიც, გო­ნე­ბას რყვნის, იქ არც ეროვ­ნუ­ლია რა­ი­მე და არც სუ­ლი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო. ამ სე­რი­ა­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი რამ არის, რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს, სინ­დის-ნა­მუსს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ვინ ვი­სი ცო­ლია და ვინ ვი­სი ქმა­რი, ვერ გა­ი­გებ.

- მა­მა იოანე, ხში­რად ამ სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რი კე­თილ­შო­ბი­ლი და ღირ­სე­უ­ლი კა­ცია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ში სიმ­პა­თი­ას იწ­ვევს, შემ­დეგ კი მის კერ­პად იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

- ეს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რ­ძ­ვი­ან ჩვენს რწმე­ნა­სა და ტრა­დი­ცი­ებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თ­ველ ქალს ვი­ღაც მუს­ტა­ფა ან სა­ვა­ში ჰყავ­დეს კერ­პად? ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი თა­ვი­სი ვაჟ­კა­ცო­ბით, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­თა და სიბ­რ­ძ­ნით ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, წი­ნაპ­რე­ბიც ასე­თი გვყავ­და, ახ­ლაც არი­ან ჩვენ­ში ღირ­სე­ულ­ნი და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან… რა­საც ომით ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნად და უბ­რ­ძოლ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხეს. ომებ­სა და შე­მო­სე­ვებ­ში ოღონდ ტყვედ არ წა­ეყ­ვა­ნათ და ჩვე­ნი ქა­ლე­ბი თავს იკ­ლავ­დ­ნენ, კლდე­ზე იჩე­ხე­ბოდ­ნენ. ზოგ­ჯერ მა­მა­კა­ცი სა­კუ­თა­რი ხე­ლით კლავ­და დე­დას, დას, მე­უღ­ლეს, რომ ისი­ნი მტრე­ბის ლუკ­მად არ ქცე­უ­ლიყ­ვ­ნენ, ახ­ლა კი თა­ვი­სი ნე­ბით მი­დი­ან უცხო ქვეყ­ნებ­ში და იქ ათას­გ­ვარ სა­ში­ნე­ლე­ბას სჩა­დი­ან.

- სხვა­თა შო­რის, მეც მყავს სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბი. რო­დე­საც ვე­კითხე­ბი, რა­ტომ მოს­წონთ თუნ­დაც სა­ვაშ ბალ­და­რი ან ბო­რა­ნი, ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ მა­მა­კა­ცებს ვერ ხე­და­ვენ და ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ში თა­ვი­ან­თი იდე­ა­ლი იპო­ვეს.

- ეს არ არის ჯან­მ­რ­თე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. რა­ღა სე­რი­ალს უყუ­რებ? - რე­ლი­გი­უ­რი წიგ­ნე­ბი, წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა წა­ი­კითხე და იდე­ალს იქ და­ი­ნა­ხავ. ვერ ხე­დავ იმი­ტომ, რომ შე­ნი სუ­ლი­ე­რი გო­ნე­ბა სხვა­გან არის მი­მარ­თუ­ლი და არ გინ­და და­ი­ნა­ხო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღე ხე­დავ­დე ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე უკე­თეს ადა­მი­ანს. მარ­ტივ შე­და­რე­ბას მო­ვიყ­ვან: რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში შე­დი­ხარ, ვაშ­ლის ყიდ­ვა თუ გინ­და, სხვა რა­მეს აღარც აკ­ვირ­დე­ბი და რა­საც ეძებ, იმას იპო­ვი. ფილ­მიც, შენს გო­ნე­ბა­ზე თუ არ არის მორ­გე­ბუ­ლი, რა გა­ყუ­რე­ბი­ნებს? მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მა­მა­კა­ცი დღეს ვერ არის თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რია ღირ­სე­უ­ლიც. თუნ­დაც ჩვენს მრევ­ლ­ში ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ, მშრო­მელ და კარგ ადა­მი­ანს ვხე­დავ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ბევრ სი­კე­თეს მო­უ­ტანს თა­ვის ხალ­ხ­სა და ქვე­ყა­ნას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეკ­ლე­სი­ე­ბი მოგ­ვიმ­რავ­ლ­და, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ყვე­ლა სიტყ­ვა სიბ­რ­ძ­ნეა, მი­სი მოს­მე­ნა ახალ­გაზ­რ­დებ­საც უყ­ვართ და ვინც მას უს­მენს, აუცი­ლებ­ლად სი­კე­თის გზას აირ­ჩევს. ადამიანის ბუ­ნე­ბა, თუ უფალ­თან არ არის, უმე­ტე­სად და­ცე­მუ­ლია, და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა კი გა­სარ­თობს ეძებს და პო­უ­ლობს კი­დეც. ამი­ტო­მაა მის­თ­ვის გმი­რი სა­ვა­ში, ბო­რა­ნი ან სულ­თან სუ­ლე­ი­მა­ნი. ჩე­მი აზ­რით, სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა დრო­ის ფლან­გ­ვაა და ამის გა­მო არც უნ­და მოც­დეს ადა­მი­ა­ნი. რომ და­უ­ფიქ­რ­დე, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გა­იხ­სე­ნო და წარ­სულს თვა­ლი გა­და­ავ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში გა­ივ­ლის, ადა­მი­ა­ნი ხომ უნ­და ჩა­ფიქ­რ­დეს - აქვს კი დრო სა­ვა­შის­თ­ვის, მუს­ტა­ფას­თ­ვის ან სუ­ლე­ი­მა­ნის­თ­ვის? ეს რომ იყოს ისე­თი ფილ­მე­ბი, რო­მე­ლიც რწმე­ნას გან­გიმ­ტ­კი­ცებს, შენს გულ­ში ერ­თ­გუ­ლე­ბას, სიწ­მინ­დე­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას გა­აღ­ვი­ძებს, მა­შინ, კი ბა­ტო­ნო, უყუ­რე, მაგ­რამ რომ არ არის? თა­ნაც, რე­ა­ლო­ბას რომ გწყვეტს და გა­შო­რებს?

- მა­მაო, ზო­გი­ერთ ფილ­მ­ში თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ არის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი რე­ლი­გი­ი­სათ­ვის.

- სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ ცოდ­ვის და­კა­ნო­ნე­ბა სურთ. ამის დას­ტუ­რი იყო 17 მა­ისს მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბიც. მა­შინ გვაბ­რა­ლებ­დ­ნენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ვიდ­ნე­ნო, მაგ­რამ და­მერ­წ­მუ­ნეთ, ჩვენ ამ ცოდ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ვე­დით. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის ხა­ტია, ყვე­ლას, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ვა და მხარ­და­ჭე­რას ითხოვს, ეკ­ლე­სია გულ­ში ჩა­ი­ხუ­ტებს და და­ეხ­მა­რე­ბა ამ ცოდ­ვის მოხ­ს­ნა­ში. ჩვენს მტრებს უნ­დათ ყვე­ლას შთა­ა­გო­ნონ, რომ ეს ცოდ­ვა არ არის, მაგ­რამ უფალ­მა სო­დო­მი და გო­მო­რი სწო­რედ ამის გა­მო მოს­პო, ნუ­თუ გვინ­და, რომ ახა­ლი წარ­ღ­ვ­ნა, ან ახა­ლი სო­დომ-გო­მო­რი მი­ვი­ღოთ? ჩვენ მხო­ლოდ ცოდ­ვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მოვ­დი­ვართ, ვი­საც ამ ცოდ­ვის და­კა­ნო­ნე­ბა სურს, თო­რემ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ - არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას?!" - რას ამბობდა მეუფე სპირიდონი კორონავირუსზე, რომელიც ახლა თავადაა ინფიცირებული

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ