ირაკლი ღარიბაშვილს შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "ღია ეთერში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი ნამდვილად ღირსეული პიროვნება და სუფთა წარსულის მქონე უპატიოსნესი ადამიანია. "და თუ მისი კანდიდატურა იქნება დასახელებული, მე რა თქმა უნდა, მივესალმები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ყველა წევრი მიესალმება ამ კანდიდატურას, რადგან ის ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და მას შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა კალაძემ. მინისტრის განცხადებით, სრული გულწრფელობით შეუძლია თქვას, რომ კონკრეტული საუბარი პრემიერის კანდიდატურაზე მასთან არ ყოფილა. "არ ყოფილა გუნდში იმის განხილვა თუ ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. ხვალ საზოგადოება გაიგებს ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი, იქნება აუცილებლად დასახელებული თუ ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრიც და ალბათ გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ არ ვიცი, დაველოდოთ, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწო და განცხადებები გავაკეთო", - დასძინა კახი კალაძემ.იხილეთ ვიდეო "ინტერპრესნიუსი"