მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

ქართველ მსახიობსა და მომღერალს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, უცხოელები თამი ადამსად იცნობენ. ის 7 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და შესაბამისად, ბევრი უცხო ენაც იცის. მართალია, საქართველო მისი სამშობლოა, მაგრამ ქართულად ლაპარაკი ცოტა არ იყოს, უჭირს. სამაგიეროდ, ამბობს, რომ საქართველოს სხვა "მიწაზე" არასოდეს გაცვლის.

- საქართველოში დავიბადე. 7 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი და პირველი კლასი აქ დავამთავრე, მერე კი მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად ჰოლანდიაში წავედი. იქ 3 წელი ვიყავით. პრესტიჟულ სკოლაში დავდიოდი. ჩემს კლასში სწავლობდა ცნობილი ქართველი ბიზნესმენის შვილი - ნიკა ორჯონიკიძე.

- ასეთ პატარა გოგოს უცხო ქალაქში ცხოვრება, თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდა?

- ძალიან კონტაქტური ვიყავი და კლასელებთან ურთიერთობა არ მიჭირდა. სხვათა შორის, ენის ბარიერიც მალე გადავლახე.

- ჰოლანდიიდან საცხოვრებლად რომელ ქვეყანაში გადახვედით?

- ჰოლანდიიდან შვეიცარიაში გადავედით. დიდხანს არც იქ გვიცხოვრია. სკოლა მონაკოში დავამთავრე. ამ ქვეყანაში უამრავი მეგობარი და ახლობელი ადამიანი შევიძინე. ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა მონაკოს პრინცესა აურელიასთან. ჩვენ ლამის ერთად, დებივით გავიზარდეთ და ბოლოს დავნათესავდით კიდეც - მისი ნათლია გავხდი.

- ასეთი ახლო ურთიერთობა როგორ ჩამოგიყალიბდათ?

- ჩვენი მშობლები ახლობლობდნენ. მამაჩემსა და მამამისს მონაკოში საერთო ბიზნესი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ჩვენც დავახლოვდით. სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ასაკში, მოსკოვში გამგზავრება გადავწყვიტე. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი და დიდი სურვილი მქონდა, სამსახიობო კარიერა სწორედ რუსეთში დამეწყო. მოკლედ, დედასთან ერთად მოსკოვში ჩავფრინდი და სამსახიობო აკადემიაში ჩავაბარე. ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.

- როგორც ვიცი, მღერი კიდეც...

- სიმღერა ჩემი ჰობია, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მოსკოვში სწავლის პერიოდში, შევქმენი საკუთარი სტუდია, სადაც ვწერდი სიმღერებს ჰიპ-ჰოპის სტილში და გამოვუშვი ალბომი სახელწოდებით - "მსოფლიოს მართვა". ამ ალბომზე 6 წელი ვმუშაობდი და ბოლოს, სწორედ მისი წყალობით, ძალიან ცნობილი რეპერი გავხდი. ჩემზე არაერთი სტატია დაიწერა... სტუდიაში მყავდა მოსწავლეებიც, რომლებსაც ვოკალში ვამეცადინებდი და სიმღერების ჩაწერაშიც ვეხმარებოდი.

- კონცერტებზე თუ გამოდიოდი?

- რა თქმა უნდა, გამოვდიოდი და მოსკოვში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გავიჩინე. მათ ჩემი რეპერტუარი მოსწონდათ... ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ლოს-ანჯელესში გავემგზავრე. მინდოდა, ჩემი სამსახიობო განათლება იქ კიდევ უფრო მეტად გამეღრმავებინა.

- ამერიკაში სწავლის პერიოდში ვინ გაფინანსებდა?

- მოსკოვში ყოფნისას ფული საკუთარი შრომით დავაგროვე: სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი, კონცერტებიდანაც მქონდა შემოსავალი და ა.შ. მაგრამ ცხადია, ამერიკაში მყოფს მშობლები და მეგობრებიც მეხმარებოდნენ...

- გყავდა იქ ისეთი ადამიანი, ვინც გზის გაკვალვაში დაგეხმარა?

- გვერდით არავინ მყავდა, სრულიად მარტო ვიყავი. ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და ვცდილობ, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიო. ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩავაბარე. ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა, ყოველი დღე სასიამოვნო და შთამბეჭდავი გახლდათ... სასწავლებელი, რომელშიც ვსწავლობდი, მსოფლიოში ცნობილ ბევრ მსახიობს აქვს დამთავრებული. ლექციებს მიკითხავდნენ პედაგოგები, რომლებიც მერილინ მონროს, ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს ასწავლიდნენ მსახიობის ოსტატობას. თავად ალ პაჩინოც მიკითხავდა ლექციებს. ის ნიჭიერი და ძალიან საინტერესო ადამიანია. უნივერსიტეტში ტომ კრუზი და ანჯელინა ჯოლის მამაც გვესტუმრა და სასწავლებლის გვერდით არსებულ კაფეში ყავაც კი დავლიე მათთან ერთად. სუპერმარკეტებში ხშირად ვხვდები ლეონარდო დი კაპრიოს. აქ ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ მათ ქართველებს ვერ შევადარებ: საქართველოში ხომ სამაგალითო მეგობრობა და სიყვარული იციან!

- ლოს-ანჯელესში გამართულ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსში მიიღე მონაწილეობა...

- ამ კონკურსში მონაწილეობა თავად გადავწყვიტე. როდესაც შევიტყვე, რომ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსი, სახელწოდებით "მსოფლიოს დედოფალი" ტარდებოდა, ჩემი მონაცემები გავგზავნე, მერე დამიკავშირდნენ და კასტინგიც გავიარე. ამ კონკურსში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

- ვინ გახდა "მსოფლიოს დედოფალი"?

- "მსოფლიოს დედოფალი" ესპანეთის წარმომადგენელი გახდა. მე გავიმარჯვე ნომინაციაში - "საუკეთესო ტანი" და გავხდი "მის საქართველო" ლოს-ანჯელესში. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. გამარჯვებაზე არც ვოცნებობდი. ჩემთვის მთავარი ჩვენი ქვეყნის წარდგენა იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც აცხადებენ, რომ შენ ხარ საქართველოს წარმომადგენელი და ტაშს გიკრავენ.

- რაიმე პრიზი თუ გადმოგცეს?

- კი, ოქროს "სტატუეტკა" მომცეს. ეს კონკურსი საქველმოქმედო იყო და ყველა გამარჯვებულმა ჩვენ-ჩვენი პრიზი იუნესკოს გადავეცით. მოგეხსენებათ, ეს ორგანიზაცია მსოფლიოს პატარებს ეხმარება. რაც შეეხება ესპანეთის წარმომადგენელს, მას 100 ათასი დოლარი გადასცეს.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- ვაპირებ, ოღონდ - ცოტა ხნით. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში საკუთარი სტუდია მქონდეს, რომლის წყალობითაც ახალბედა მსახიობებსა და მომღერლებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში დავეხმარები, მათ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. ყველაზე დიდი და მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა მინდა, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავიცნო. ასე მგონია, მასთან რაღაც მაკავშირებს.

- იქნებ დაგვიკონკრეტო, რას გულისხმობ?

- ჩემსავით, სააკაშვილმაც 5 უცხო ენა იცის. მიზანდასახული და შეუპოვარია ისევე, როგორც მე (იცინის). მოკლედ, რაღაცებით ერთმანეთს ვგავართ.

- რა შეგიძლია, ამერიკელ მამაკაცებზე გვითხრა?

- თუკი რომელიმე მათგანი შემიყვარდება, ცოლობაზე უარს არ ვეტყვი. თუმცა, გამოგიტყდებით და დიდი სურვილი მაქვს, ცხოვრების თანამგზავრად ქართველი მამაკაცი ავირჩიო. სასურველია, თუ პროფესიით მსახიობი იქნება.

- ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- კი, ბევრნი არიან (იღიმის). თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი გული არავის ეკუთვნის. თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ვარ. აქ ძირითადად, ყვავილების ჩუქება უყვართ - ამ გზით ცდილობენ ქალის გულის მოგებას. სამწუხაროდ, პაემნებისთვის დრო არ მრჩება, ძალიან დატვირთული ვარ.

- რამდენი წლის ხარ?

- 29-ის გავხდი, დავბერდი უკვე (იცინის).

- ახლა რას საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული?

- ახლა საქველმოქმედო პროექტებში ვარ ჩაბმული, ბავშვთა საავადმყოფოებს სპონსორების მოძებნაში ვეხმარები. ასევე ვმონაწილეობ მუსიკალურ პროექტში "ახალი ხმა". მსგავსი კონკურსი ხომ საქართველოშიც ტარდება და მასში ჩემი და - ანჩო დოლიძე მონაწილეობს. მას ძალიან კარგი ხმა აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს.

- თამი, ამერიკაში ქირით ცხოვრობ?

- რა თქმა უნდა! აქ სახლის შეძენა უდიდესი ფუფუნებაა. ძალიან კომფორტულ, კეთილმოწყობილ სახლში ვცხოვრობ. მაქვს აუზი, ფიტნესი, საუნა, ბარი...

- შენი ქართული სახელი თამარია, მაგრამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიწერია, რომ თამი ადამსი ხარ...

- ასეა. როცა ლოს-ანჯელესში ჩამოვედი, ჩემმა პროდიუსერმა მირჩია, ისეთი ფსევდონიმი შემერჩია, რომ აქ ადვილად დაემახსოვრებინათ. ჰოლივუდში აუცილებელია, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი გვარი გქონდეს. მოკლედ, თამი ადამსი ჩემი ფსევდონიმია, ლოს-ანჯელესში ასე მიცნობენ.

- როგორც ვიცი, ამერიკულ ფილმში გიღებენ. რა შეგიძლია გვითხრა ამის შესახებ?

- დიახ, სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით, არ მსურს... ისე, ამერიკულ ფილმებში ეპიზოდურ როლებში რამდენჯერმე გადამიღეს, ბოლო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კი შედარებით სერიოზულია და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ ამ ყველაფერზე ვფიქრობ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია