რიჩარდ ნორლანდი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას ულოცავს

რიჩარდ ნორლანდი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას ულოცავს

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას ულოცავს. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამერიკა ელის ახალ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობას, მას შემდეგ, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს.

"იმ პერიოდში, როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით მასთან ისეთ სფეროებში, როგორიც არის უსაფრთხოება, კონტრტერორიზმი და ა.შ. ჩვენ ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და ველით, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობა მთელ რიგ ასპექტებში გაგრძელდება", - განაცხადა ნორლანდმა.

ელჩის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში არსებით ცვლილებებს არ ვარაუდობენ.

"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ვინ დარჩება მინისტრთა კაბინეტში. ჩვენ დაველოდებით მათ არჩევანს და ვითანამშრომლებთ ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან", - აღნიშნა ნორლანდმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა