ისრაელთან უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო

ისრაელთან უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზეევ ელკინმა თბილისში ორგანიზებული რეგიონალური სემინარისა და საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები პრესის წარმომადგენლებთან შეაჯამა. მინისტრის მოადგილემ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრაზე არა ერთ აქტუალურ თემას შეეხო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ გაგაცნოთ ისრაელილი დიპლომატის ის მოსაზრებები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად და აქტუალურად მივიჩნიეთ.

- ბატონო ზეევ, რას უკავშირდებოდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება რეგიონალური სემინარის თბილისში ჩატარების შესახებ და რომელი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს მასში მონაწილეობა?

- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩვენი დიპლომატების მონაწილეობით რეგიონალური სემინარის ჩატარება საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების ნიშნად გადაწყვიტა. მივიჩნევთ, რომ ამგვარი სემინარის გამართვა ჩვენი სამინისტროს უნიკალური წამოწყებაა. ჩვენ პირველად ჩავატარეთ ამგვარი სემინარი და მასში მონაწილეობა მხოლოდ კავკასისა და შუა აზიის ქვეყნებში ჩვენს ელჩებს არ მიუღიათ. თბილისის სემინარში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის ელჩებმა ვაშინგტონში, პეკინში, ნიუ-დელიში, მოსკოვში, ლონდონსა და ბერლინში.

სემინარზე ვიმსჯელეთ რეგიონში ისრაელის პოლიტიკასა და რეგიონალური პრობლემებისადმი ჩვენ ხედვებზე. ჩვენთვის ამ ტიპის სემინარი პირველი ექპერიმენტი იყო და მოხარულები ვართ, რომ სწორედ თბილისში და საქართველოში წარმატებით, მშვიდ გარემოსა და დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა.

ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი იყო სემინარის მუშაობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მონაწილეობა, სემინარის მონაწილეელბის წინაშე პრემიერის გამოსვლა და საქართველოს, საერთოდ რეგიონის მომავალზე, ასევე ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე თავისი მოსაზრებების გაცნობა. საქართველოს პრემიერმა ჩვენი ელჩების კითხვებსაც უპასუხა და აქტიური მონაწილეობა მიიღი სემინარის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში.

- რა ინტერესები აქვს ისრაელს სამხრეთ კავკასიაში და როგორ გეგმავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი ინტერესების გატარებას?

- ისრაელს ტრადიციულადა აქვს კარგი ურთიერთობები კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებთან. ამ ურთიერთობების დალაგება პრაქტიკულად 90-იანი წლების დასაწყისშივე დაიწყო. ხორციელდებოდა ერთობლივი პროექტები და ინტენსიური თანამშრომლობა ამ პერიოში არ შეწყვეტილა. ბუნებრივია, რომ ყველა ამ ქვეყნებს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ისრაელი დაინტერესებულია მათთან ჰქონდეს კარგი და თბილი ურთიერთობები.

გარდა ამისა, ისრაელი საერთაშორისო არენაზე თანადგომას ეძებს. ჩვენ დღევანდელ მსოფლიოში ვხედავთ საერთაშორისო პრობლემებს. .#1 პრობლემა, რომელზეც ჩვენ სემინარის ფარგლებში ვიმსჯელეთ, გახლავთ ირანის ბირთვული პროექტი. ეს პრობლემა რეგიონის ქვეყნებისათვისაც აქტუალურუა, ვინაიდან ირანი რეგიონის ქვეყნების მეზობელია. რეგიონში ბირთვული ზესახელმწიფოს გაჩენას შორს მიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ყველასთვის. ახლო აღმოსავლეთში ირანის ბირთვული გეგმებით ისრაელზე არანაკლებად შეშფოთებული არიან არაბული ქვეყნები - საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რეგიონის ქვეყნები ამ საკითხში ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ. ყველას კარგად ესმის, რომ ბირთვულ ირანს რეგიონში თამაშის წესების შეცვლა შეუძლია.

მეორე თემა, რომელიც თბილისის სემინარის ფარგლებში განვიხილეთ, დაკავშირებული იყო რადიკალურ ისლამურ ტერორთან. ყველას ესმის, რომ რადიკალური ტერორი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეა და არა არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა. შესაბამისად, იგი საერთო ინტერესის პრობლემაა. ამიტომაცაა, რომ ყველა დაინტერესებულია, რადიკალურ და ისლამურ ტერორთან ბრძოლაში რეგიონის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდეთ დიალოგი. ამ ტერორს საზღვრები არა აქვს და მასთან წარმატებით ბრძოლა და გამკლავება მხოლოდ საერთაშორისო კოოპერაციის ფარგლებშია შესაძლებელი.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის განცხადებამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, ქართული საზოგადოება დიდი კმაყოფილებით შეხვდა. თქვენ კი ბრძანეთ, რომ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად ტექნიკური დეტალები დარჩა, მაგრამ თქვენი ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ გამგზავრებას ერთი თუ ორი წლის შემდეგ, თუ უფრო მეტი ხნის შემდეგ შეძლებენ?

- ზუსტ ვადებზე საუბარი გამიჭირდება. ამ შეთანხმების მიიღებას სამი ეტაპი დასჭირდება: 1. შეთანხმების ტექსის შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად დასრულდება, 2 ამ შეთანხმების მთავრობების მიერ დამტკიცება და მესამე ამავე შეთანხმების ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიცირება. ვერ ვხედავ მიზეზებს, რომ ამ შეთანხმების მიღება რომელიმე ეტაპზე გაჭიანურდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების მიღების პროცესი 1,5-2 წელზე ადრე მოხდება. მთავარია, რომ ისრაელის მთავრობამ ამ საკითხზე პრინციპული და სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ახლა ტექნიკური დეტალებია გასარკვევი. ჩემი პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია. ზუსტად თქმა მიჭირს, მაგრამ ვიმეორებ, მე ვერ ვხედავ ვერაირი მიზეზს საიმისოდ, რომ ეს საკითხი დროულად არ გადაწყდეს.

მესმის, რომ ამ ინფორმაციის შესახებ ცნობის გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი სიხარული გამოიწვია და ძალიან არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ უკვე შესაძლებელია ისრაელის მიმართულებით ბილეთის აღება და ბენ-გურიონის აეროპორტში აღმოჩენა.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქმე ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე სულ რამოდენიმე ხნის წინ ამის წარმოდგენა შეეძლო. ეს საკითხი პრემიერმა ივანიშვილმა ისრაელში ზაფხულში ვიზიტისას ჩვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენა. მხარებმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეს და შედეგიც გვაქვს, ისრაელში უვიზოდ შესვლის უფლება საქართველოს დიპლომატებსა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უკვე მალე ექნებთ. ვიმედოვნებ, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაც საკმაოდ მალე იქნება მიღებული.

- თბილისში ვიზიტისას თქვენ შეხვედრები გქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების პერსპექტივას?

- საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ახლად არჩეულ პრეზიდენთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხების მთელი კომპლექსი. მათ შორის რამოდენიმე შეთანხმება, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. პრაქტიკულად მზად არის ხელმოსაწერად შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების სამინისტროსა და საქართველოს შსს-ს შორის თანამშრომლობის შესახებ. ვფიქრობ, მას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

ჩემს კოლეგა ფანჯიკიძესთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ბლოკი. მათ შორის საგარეო კავშირების საკითხები. პირველი სამთავრებათოშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის პერსპექტივები. მისი შექმნა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ისრაელში ვიზიტისას გადაწყდა. ამ კომისიას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უხელმძღვანელებენ. ჩვენ განვსაზღვრეთ ამ კომისიის დღის წესრიგი და შევთახმდით, რომ ამ კომისიის პირველი სხდომა ისრუსალიმში მომავალი წლის 28 იანვარს გაიმართება. ამ სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში. მივიღეთ გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მოწერის შესახებ.

გარდა ამისა, სამთავრობათაშორისო კომისია განიხილავს ორ ქვეყანას შორის ჰაიტეკის სფეროში თანამშრომლობას. ამ სფეროში ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. იმის გათვალისწინებით, რომ ჰაიტეკის საფრთხე იზრდება და იგი სულ უფრო აქტუალური მიმართულება და ბიზნესი ხდება, ისრაელმა გადაწყვიტა თავისი გამოცდილება, რომლის დაგროვება ჩვენ სამწუხაროდ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მოგვიწია, სხვასაც გაუზიაროთ. ჩვენ შევქმენით შესაბამისი ქვედანაყოფი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში ჰაიტეკითაა დაკავებული.

ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა მისი ხელმძღვანელობით ისრაელში შეიქმნას სეიტ-პარკის საერთაშორისო ცენტრი ქვეყნის სამხრეთში - ბერშევში. იქ გადადის ჰაიტეკ-დაცვის ყველა სისტემა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურთანაა დაკავშირებული. მათ შორის ჰაიტეკის სამოქალაქო სისტემები.

სეიტ-პარკი დაკავშირებული იქნება ამ სფეროში ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო ბერშევის უნივერსიტეტთან. ჩვენ გვინდა ბერშევის ცენტრი გადავაქციო ჰაიტეკის ერთ-ერთ დიდ ცენტრად რეგიონსა და მსოფლიოში. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის.

ამავე შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის სფეროში. მას შემდეგ რაც საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები გაიზრდება.

ასევე განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ამ სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროქტების განხორციელების საკითხები. მათ შორის ამ სფეროში ისრაელილი ინვესტორების მასში მონაწილეობა. ანუ, ისრაელელი ინვესტორების იმ 3 საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობა, რომელიც თქვენთან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. განვიხილეთ ამ ფონდების ხელმძღვანელთა ისრაელში ან პრეზიდენტთან ერთად დაგეგმილი ვიზიტისას, ანაც სამთავრობოთაშორისო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ახლად არჩეული პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში შექმნილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების ვიზიტი ისრაელში ისრაელის ბიზნესს ქართულ ბაზარზე აქტიური საქმიანობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუჩენს. უდაოა, რომ ბიზნესის სფეროში თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისათვის სერიოზული ბიძგის მიმცემი იქნება.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი თანამშრომლობის თემატიკაც. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო კურსი ისრაელთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რის შესახებაც საქართველოს პრემიერმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა. ეს კი კიდევ უფრო გააღრმავებს საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენს თანამშრომლობას. ყველაფერი ეს კარგი საფუძველია, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე კოოპერაცია და შესაბამისად ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღმავდეს.

- სამხედრო სფეროში ისრაელსა და საქართველოს თანამშრომლობაზე არაფერი გითქვამთ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ სფეროში თანამშრომლობაში გარკვეული სირთულეები იყო, ახლა რა პერსპექტივები არსებობს?

- სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები ჩემი ვიზიტისას არ განგვიხილავს. დაიგეგმა მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ისრაელში. ჩვენ შევთანმხდით, რომ თქვენს მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს შეხვედრა ექნება ისრაელის თავდაცვის მინისტრთან. თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხების განიხილავენ.

- 2014 წელი ებრაელი და ქართველი ხალების 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად გამოცხადდა. როგორ ვარაუდობს თელავივი და თბილისი ამ თარიღის მთელი 2014 წლის მანძილზე აღნიშვნას?

- პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქტიურად ვიმსჯელეთ ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნის საკითხების შესახებ. გასაგებია, რომ ეს თემა საქართველოს საშინაო საკითხია. საქართველოს ხელისუფლებას სურს, ეს თემა საერთაშორისო დონეზე გაიტანოს. ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობების ხიდის როლს ისრაელში მცხოვრები 100 ათასი საქართველოდან გამოსული ებრაელობა ასრულებს. ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება აქ საქართველოში და ისრაელში. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ამ წამოწყებას.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოუაროს საქართველოს ტერიტორიაზე ებრაული სათვისტომოს მიერ შექმნილ ძეგლებს, სასაფლაოებს, სინაგოგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძეგლების შენარჩუნების თვალსაზრისით, არამედ ტურისტული პოტენციალის გაზრდისათვის. ჩეხეთსა და პოლონეთში ამგვარი ძეგლების რესტავრაციამ ამ ქვეყნებში ტურისტების ნაკადის ზრდა გამოიწვია. კულტურის ამ ძეგლებით დაინტერესდნენ არა მარტო ამ ქვეყნებიდან გამოსული ებრაელები. ებრაული კულტურის ძეგლების სწორი რესტავრაცია ტურისტების ნაკადის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს.

- ახლო აღმოსავლეთი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ეგვიპტესა და სირიაში განვითარებული მოვლენები კარგს არაფერს უქადის არა მარტო ამ ქვეყნის ხალხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ქვეყნებში უკანსაკნელ წლებში განვითარებულ მოვლენებს და ვაშინგტონის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში?

- არ ვფიქრობ, რომ კომენტარი უნდა გავაკეთო ამერიკის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე. უკეთესი იქნებოდა თუ ამ კითხვებით აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ამერიკელ დიპლომატებს მიმართავდით. მე შემიძლია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისარაელის თვალსაზრისის შესახებ მოგახსენოთ.

თუ მანამდე ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით არსებობდა ტრადიციული ისრაელ-არაბული დაპირისპირების პარადიგმა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, არაფერ საერთო არ აქვს ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებასთან. ისრაელი დღეს გადაიქცა ყველაზე სტაბილურ ადგილად ახლო აღმოსავლეთში.

ახლო აღმოსავლეთში წამყვანი პოზიციებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან შიიტები და სუნიტები. ორივე ძალა ორიენტირებულია არაბული სამყაროს დასავლეთისაგან სეკურალიზაციაზე. რეგიონში შიიტების ჰეგემონიისათვის ბრძოლაში ჩართულია ირანი, სირია ჰესბოლა და ლიბანი. ამ ბრძოლაში იგივე მიზნები აქვთ სუნიტურ საუდის არაბეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ამ ბრძოლაში ასევე ჩართული სუნიტური თურქეთი.

ეგვიპტე ამ დაპირისპირების საკვანძო ქვეყნად რჩება. თუ ეგვიპტეში ქვეყნის დასავლეთისაგან სეკულარალიზაციის ძალებმა გაიმარჯვეს, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. თუ ეგვიპტის დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ეგვიპტის სხვა ისლამისტებთან შედარებით უფრო ნაკლებად არიან სეკულარისტები, შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება, ქვეყანაში სტაბილურობის განცდის შექმნა, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება.

თუ ეგვიპტის ხელისუფლებაში კვლავაც ისლამისტები დაბრუნდნენ, ეგვიპტეში "არაბული გაზაფხული" "არაბულ ზამთრად გადაიქცევა" და უარყოფითად აისახება მთელ რეგიონზე და ისლამისტების გავლენა მთელ რეგიონზე გაიზრდება.

რაც შეეხება ირანს. ისრაელი საკმაოდ თავდაჭერილად ეკიდება განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ირანი რეფორმების პერიოდში შედის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამგვარი მტკიცებისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რუხანიმ, რომელსაც ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ისევე როგორ დანარჩენ 7 კანდიდატს აიოთოლა ხამეინიმ დართო. არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც მისაღები იყო აითოლასათვის. ამიტომ, ყოვლად გაუმართლებელია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ირანში დემოკრატიული რეფორმები დაიწყება. ვისაც ამგვარი იმედები აქვს, სრული წარმოდგენა არა აქვს იმაზე, პრაქტიკულ ცხოვრებაში თუ როგორ მუშაობს "ირანული დემოკრატია".

საერთაშორისო თანამეგობრობას ირანთან დაკვაშირებით ყველაზე მეტად აწუხებს თეირანის ბირთვული პროგრამა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუხანი გახლდათ ის პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში ირანული ბირთვული პროგრამის განვითარებას ხელს უწყობდა. მას არასდროს დაუმალავს, თუ როგორ ახერხებდა იგი ამ პროგრამის რეალიზაციას. ამ თემაზე მან წიგნიც დაწერა. იგი გახლავთ იმ კონცეფციის ავტორი, რომლის არსი დაახლოებით ასე ჟღერს - დასავლეთთან მოლაპარაკებები სახეზე ღიმილით უნდა ვაწარმოოთ, პარალელურად კი ვაგრძელოთ ბირთვული პროექტის რეალიზაცია. პრეზიდენტი რუხანი ამ მეთოდს პოლიტიკაში და დასავლეთთან ურთიერთობაში ახლაც აქტიურად იყენებს.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გავქვს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გულუბრყვილო არ აღმოჩნდება და რუხანის ღიმილით არ მოტყუვდება. თეირანთან ურთიერთობაში მთავარია არა ღიმილისა და არაფრისმთქმელი რიტორიკის მოსმენა, არამედ რეალური გადაწყვეტილებების მიღწევა.

ამას წინათ სამხრეთ კორეაში, სეულში გახლდით. ეს გახლავთ ადგილი, სადაც კარგად ესმით, რომ - "კარგ შეთანხმებას" ისეთ პარტნიორებთან, როგორც ფხენიანი და თეირანია, სჯობია მათთან საერთოდ არ გქონდეს ხელმოწერილი არანაირი შეთანხმება. სეულმა ერთი წლის წინ მოაწერა ხელი ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით შეთანხმებას, შედეგად კი ის მიიღო, რომ ზუსტად ერთ წლის თავზე ჩრდოლოეთ კორეა ბურთვული სახელმწიფო გახდა. შედეგად, ფხენიანი დღეს საფრთხეს წარმოადგებს ჩინეთისთვისაც კი.

ირანი ჩრდილოეთ კორეაზე ბევრად დიდი სახელმწიფოა. ამდენად, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა საფრთხე შეექმნება ახლო აღმოსავლეთისა და თქვენი რეგიონის ქვეყნებს მაშინ, თუ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოჩნდება, რომ ირანმა წარმატებით დაასრულა თავისი ბირთვული პროგრამა. თუ ირანი ბირთული ქვეყანა გახდა, რეგიონში ვითარება სულ სხვაგვარი იქნება.

ჩვენი აზრით, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანთან არანაირ დათმობებზე წასვლა არ შეიძლება. ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ ირანთან მიმართებაში ეკონომიკური სანქციებითაა შესაძლებელი. ეს რომ ასეა, ირანში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ამალიზმაც დაგვანახა.

სირიაზე აშშ-ის ზეწოლამ გახადა შესაძლებელი სირიის ხელიუსფლების მიერ ქიმიურ იარაღზე უარის თქმა. ამიტომაცაა, რომ ვფიქრობთ, ირანთან მიმართებაში დათმობებზე წასვლა დასავლეთის სერიოზული შეცდომა იქნებოდა.

მოკლედ, ახლო აღმოსავლეთი კვლავ არასტაბილურ რეგიონად რჩება. ეს ჩვენგან, როგორც ისარაელის სახელმწიფოსაგან მოითხოვს ფრთხილი პოლიტიკის გატარებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, საფრთხის წინაშე დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაეების უსაფრთხოება. იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უახლოეს მომავალში, ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ახალო აღმოსავლეთი არა რამდენიმე წლის შემდეგ, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა