პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ბაჩო ახალაია პატიმრობაში დარჩება

პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ბაჩო ახალაია პატიმრობაში დარჩება

პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად ბაჩო ახალაია პატიმრობაში დარჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა გიორგი ონიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალაია პატიმრობაში დარჩება იქიდან გამომდინარე, რომ მას სანდრო გირგვლიანის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ონიანის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს ხელს სავარაუდოდ დღეს მოაწერს. "ჩვენ პრეზიდენტის განცხადება ვიხილეთ. პრეზიდენტი სავარაუდოდ დღეს მოაწერს ხელს შეწყალების აქტს", - აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში სააკაშვილი აღნიშნავს, მისი ვალია, ხელი მოაწეროს ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს. პრეზიდენტი ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე იწყალებს, რომელზეც ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ