ლევან ვასაძე: კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მყარი საფუძველი ჩაეყარა

ლევან ვასაძე: კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მყარი საფუძველი ჩაეყარა

კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მყარი საფუძველი ჩაეყარა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც გუშინ უფლისწული გიორგი მონათლეს.

მისი თქმით, ეს ისტორიული დღეა, გული სავსეა სიხარულით, რადგან ქვეყანა ზეიმობს ჯერ თავის სახელმწიფოებრიობის, შემდეგ კი ავტოკეფალიის აღდგენას.

"ახლა უკვე მყარი საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, როგორც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო დღეს აქ, ვიყო ბატონიშვილ გიორგის ნათლია", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

უფლისწული გიორგი გუშინ მცხეთაში, სვეტიცხოველში მონათლეს. მას ოთხი ნათლია ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ლევან ვასაძეა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა