ფრთხილად, "ახალაიებო", სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნმა საზარელმა კადრებმა არ გამოჟონოს

ფრთხილად, "ახალაიებო", სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნმა საზარელმა კადრებმა არ გამოჟონოს

ოფიციალური სტატისტიკით, შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმის განხილვას, რომელზეც ბაჩო ახალაია გაამართლეს, სასამართლომ 23 სხდომა მიუძღვნა და 63 მოწმე დაჰკითხა. აი, ასეთი ჯაფა დაადგა მოსამართლე დავით მგელიაშვილს, სანამ დარწმუნდებოდა, რომ ბაჩანა "მართალია" და ხალხმა უნდა იცოდეს თავისი "გმირების" სახელები!

დავით მგელიაშვილს ჰქონდა სპეცრაზმელების ჩვენებები. ერთ-ერთ დაზარალებულ სპეცრაზმელთან ინტერვიუ "კვირის პალიტრის" მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ნომერშიც გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს: "როდესაც დაგვაკავეს (ეს ხდება 2012 წლის აგვისტოში, ახალაია შს მინისტრია, საპარლამენტო არჩევნებამდე კი დარჩენილია თვე-ნახევარი), ბაჩანა ახალაია უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენ მიმართ განხორციელებულ სადიზმში. გვაგინებდა, გვამცირებდა, გვიყვიროდა, გარეწარი, მოღალატე პინგვინები ხართო. შემდეგ საწამებლად სხვებს გადაგვაბარა. გაგვაშიშვლეს, შვიდი კაციდან სამი მიწაზე პირქვე დააწვინეს, ზოგი მუხლებზე დააჩოქეს... ერთ-ერთმა უშუალო მწამებელმა თქვა, დიდი ხანია, კაცთან არ მქონია ურთიერთობაო და შარვლის ღილებზე ხელი წაივლო... შემდეგ იქვე ნუშის ხეს ტოტები მოატეხა და ორს უკან გაუკეთა... სერჟანტებს მობილური ტელეფონით სურათები გადააღებინა, მინისტრ ბაჩანა ახალაიას უნდა გავუგზავნოთო. შემდეგ ყველა მიწაზე დაგვაწვინეს, ქამრებით გვცემეს. იქვე ჩამოიარა ჯარისკაცების ოცეულმა, რომლებსაც ჩვენზე მიუთითეს, "სამშობლოს მოღალატეები და ნაბოზარი ძაღლები არიანო. უბრძანეს, ზედ გადაევლოთ ჩვენთვის, რაც შეშინებულებმა შეასრულეს კიდეც. შემდეგ მოიყვანეს სასწავლო ცენტრში მყოფი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 28 თანამშრომელი და აიძულეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის, როგორც ქვეყნის მოღალატეებისთვის, რადგან ჩვენ თურმე "ქართულ ოცნებას" თანავუგრძნობდით..."

დაპირისპირების მეორე მხარეს დგას ბაჩო ახალაიას დაცვა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს წამება კი არა… რეინჯერთა კურსები იყო (???). ჰოდა, მოსამართლე მგელიაშვილმა "დაიჯერა", რომ ელიტური ჯარის წვრთნა წარმოუდგენელია ხის ტოტების გამოყენების გარეშე.

და როდესაც ეს "გჯერა", სხვა შეუსაბამობასაც ვერ დაინახავ, მაგალითად, იმას, რომ რეინჯერებად წვრთნიან 35 წლამდე პირებს, დაზარალებულმა სპეცრაზმელებმა კი 35 წელს გადააბიჯეს. არც იმით დაინტერესდები, რომ როდესაც ადამიანი რეინჯერთა კურსებზე მიდის, მას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და საქმის კურსშიც იყოს. პირის რეინჯერად გაწვრთნა ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის და წამება ჰგონია (ხის ტოტებით), ალბათ, ახალაიას ნოვაციაა.

თუმცა, ეტყობა, მოსამართლე მგელიაშვილს ცხვრის ქურქი თვალებზე ეფარებოდა და ეს შეუსაბამობები ვერ დაინახა, ისევე, როგორც მანამდე დაემართა მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომელმაც სამხედროების წამების საქმეზე ახალაია უდანაშაულოდ ცნო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა