გოგა ხაინდრავა 20-წლიან ბრალდებებს პასუხობს

გოგა ხაინდრავა 20-წლიან ბრალდებებს პასუხობს

საზოგადოების ნაწილი წარსულს დღემდე ახსენებს. ზოგი ამბობს, რომ 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში მთავარი როლი შეასრულა, როცა ქაშუეთის ეკლესიიდან უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა. ზოგიც აფხაზეთის ომის დროს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. ნანობს თუ არა ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებას და რა ვერ აპატია საზოგადოებამ? - "ვერსიას"ყოფილი მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა.

- გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილი ბრალს სამოქალაქო ომის გაღვივებაში მდებს, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ 17 სექტემბერს დამაკავეს და ოთხი თვის განმავლობაში, ციხეში ვიჯექი. თბილისში კი შეიარაღებული დაპირისპირება 21 დეკემბერს დაიწყო, მანამდე მშვიდობიანი მანიფესტაციები იმართებოდა. ჯარი თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, კიტოვანს ჰყავდა, მე, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ჯაბა იოსელიანი მხედრიონიანად ციხეში ჩაგვსვეს და დაპირისპირება საკნიდან როგორ უნდა დამეწყო? როცა გამათავისუფლეს, თბილისი დაბომბილი და დანგრეული იყო, მე კი, 16 დღის ნაშიმშილარი, ქუჩებში ძლივს დავდიოდი.

- არსებობენ მოწმეები, რომელთაც რუსთაველის გამზირზე იარაღით ხელში ახსოვხართ...

- ვინც ამას ამბობს, ავადმყოფი და კერპთაყვანისმცემელია, მათ "ზვიადისტობას"არც ვაკადრებ, რადგან ზვიად გამსახურდია, მასთან დაპირისპირების მიუხედავად, ინტელექტუალი იყო, ესენი კი ბნელები არიან და იტყუებიან! ვიმეორებ: როცა ციხიდან გამოვედი, თბილისში ომი მძვინვარებდა და რისი შეცვლა შემეძლო?

- იმასაც ამბობენ, რომ ქაშუეთის ეზოდან მთავრობის სასახლის მიმართულებით პირველი ტყვია სწორედ თქვენ ისროლეთ, შემდეგ კი, 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსენით. სხვათა შორის, ამ ფაქტს თავის მოგონებებში ჯაბა იოსელიანიც იხსენებს.

- ვინც ამას ამბობს, რევანშისტია და ვერაფრით მაპატია ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირება. ვიმეორებ: ციხეში უკანონოდ ვიჯექი და მთელმა მსოფლიომ სინდისის პატიმრად მაღიარა.

რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა უბედურება ჩემგან დაიწყო. ომიც მე დავიწყე, ხან სიგუა ვიყავი, ხან - კიტოვანი და ხანაც - გამსახურდია... სისულელეა... დღესაც იგივე აზრზე ვარ და ვფიქრობ, აბსოლუტურად მართალი ვიყავი, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დავუპირისპირდი. ეს იყო აბსოლუტურად გამოუცდელი ხელისუფლება, რომელიც საბოლოოდ, გამსახურდიას ცოლის გარემოცვის ხელში აღმოჩნდა. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გამსახურდია, ქვეყანაც დაღუპეს. მთავრობა შემთხვევითი ადამიანებით კომპლექტდებოდა. მაგალითად, როცა თენგიზ კიტოვანი თავდაცვის მინისტრი გახდა და 15-20 ათასი სამხედრო, იარაღითურთ, ხელში ჩაიგდო, სამოქალაქო ომი ატეხა, შემდეგ აფხაზეთში შევარდა და იქაც კრახი განიცადა. ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში სწორედ გამსახურდიამ მოიყვანა; მეტიც - მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მხარზე კოცნიდა და წმინდა გიორგის ეძახდა, მთელი საქართველო დუდაევის პლატაკებით ხელში დადიოდა და პატრიარქის სურათებს ჯვარი გადაუსვა. რა იყო ეს სიგიჟე? - ამას დრო გაარკვევს. ასე რომ, სამოქალაქო ომი გოგა ხაინდრავამ კი არა, მრგვალმა მაგიდამ დაიწყო, რომლის წევრებმა სკამები ვერ გაიყვეს და ქვეყანა დაანგრიეს.

- ამის შემდეგ აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნეთ და თქვენს წინააღმდეგ ახალი ბრალდებებიც გაჩნდა ომის გაყიდვასთან, რუსებსა და აფხაზებთან ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით.

- არ მინდა, ამ ადამიანებს ვუპასუხო... აფხაზეთში რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე - საომარი მოქმედებები ცხრაჯერ შევაჩერე, არძინბას შევხვდი, ალყაშემორტყმულ ზუგდიდში თერთმეტჯერ ვიყავი და ოჩამჩირეში ლოთი ქობალია ჩავიყვანე. მაშინ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანების ნაწილი გავაერთიანე, რადგან ვხვდებოდით, რომ აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. დიახ, დავმარცხდით, მაგრამ ეს არ იყო იმის ბრალი, რომ ომი გაყიდული იყო. ამას ის ადამიანები ამბობენ, ვინც იქ ჩამოსვლა ვერ გაბედა, მითების შექმნით თავს იმართლებენ, რადგან მშიშრები არიან და ქვეყნის დასაცავად არაფერი გააკეთეს. როცა აფხაზეთის ომიდან ჩამოვედი, იქ ზოგიერთები ბიზნესმენები დაგვხვდნენ.

- პირადი კეთილდღეობისთვის იარაღით არც სამეგრელოში ჩასულხართ?

- ტყუილია! სამეგრელო ჩემი კუთხეა და "ზვიადისტებზე"მეტად მიყვარს. ათასწლეულის მეგრული გვარი მაქვს და, როგორც ფიქრობთ, სამეგრელოში იარაღით ჩამსვლელი ვიყავი, ჩემს სახლსა და ოჯახში? ამ პროცესებში ორივე დაპირისპირებული მხარეა დამნაშავე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი დანაშაული საზოგადოების გულგრილობა იყო, რომელიც აფხაზეთის ომის პარალელურად, დუბაიში "ლუსტრებზე"დადიოდა. აფხაზეთში სამშობლოს ბედი წყდებოდა, მაგრამ უმეცარი ხალხი საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ვერ გამოვიდა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა სექტები, "მამრიონები", "მხედრიონები"და ა.შ. ჩვენი ქვეყანა ჩვენივე ხელით დავაქციეთ! ეს ორივე მხარის ბრალი იყო, პირველ რიგში კი, ზვიად გამსახურდიასი, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო.

- ამ განცხადებების გამო, საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდებით...

- სიმართლე სიმართლეა! ზვიად გამსახურდიას მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასოდეს დამიმალავს. "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს"კიტოვანი, სიგუა და ვაჟა ადამია წარმოადგენდნენ, რომელიც თბილისის ქუჩებში საკუთარი ბეტეერით დადიოდა. ლოთი ქობალიას გვარდიამ კი თბილისი დაანგრია. რა გავაკეთო, თუ საზოგადოება დღემდე ჩემზე ლაპარაკობს? დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ ის 350 ათასი ადამიანი ამბობს, რომელმაც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა საკუთარი შვილების ცოცხით გაუპატიურებას მისცა. დიახ, ამ ადამიანებისთვის მტერი და უვარგისი ვარ და ვერავის გადავაკეთებ, ჩემთვის ისინი კეთროვნები არიან!

- ვისაც თქვენი მისამართით კითხვები უჩნდება, ყველა კეთროვანია?

- აბა, სხვანაირად ვერ ვხსნი, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში ხმას აძლევენ.

- წლების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით, სახელმწიფო მინისტრად კიდევ ერთხელ დაინიშნეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც საზოგადოებამ თქვენი მოღვაწეობიდან ნაკლები შედეგი დაინახა და შეკითხვები გაუჩნდა. ისიც ითქვა, რომ ეუთო-ს გრანტები მიითვისეთ...

- ესე დიდი ტყუილია! 2005 წელს ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყება სააკაშვილს მე გადავაფიქრებინე, რაშიც ზურაბ ჟვანიამაც მხარი დამიჭირა. ცხინვალიდან უამრავი დაპატიმრებული და დაკავებული ქართველი გამოვიყვანე. ბოლოს და ბოლოს, რუსების "კამანდირი", რომელმაც შემდეგ ცხინვალი მილეწ-მოლეწა, მაშინ ჩემს ბრძანებებს ასრულებდა. ახალგორსაც ვაკონტროლებდი, რომელიც მერაბიშვილმა და სააკაშვილმა რუსებს აჩუქეს. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრი ვიყავი, რადგან ასეთად მხოლოდ იმას მივიჩნევ, ვინც რეალურ შედეგს აღწევს, თუმცა ყველაფერი ისე რომ გაკეთებულიყო, როგორც სააკაშვილი ირწმუნებოდა, ცხინვალის პრობლემის მოგვარება რთული არ იყო. როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, იქ კონფლიქტი თითქმის ამოწურული იყო. როკის გვირაბში ჩვენი თანამოქალაქეები თავისუფლად დადიოდნენ, ცხინვალელები გორში ვაჭრობდნენ და ავტობუსიც კი დადიოდა მარშრუტით - "თბილისი-ცხინვალი". რაც შემდეგ წლებში მოხდა მხოლოდ ლომაიას, ბოკერიას, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნამოქმედარია.

- ოპოზიციაში თქვენი ყოფნაც სკანდალურ გამონათქვამებს უკავშირდება. უცენზუროდ თბილისელებსაც მიმართეთ...

- მაშინ ფაქტის კონსტანტირება მოვახდინე და თბილისის მდგომარეობა აღვწერე. 6 მაისს, გიორგობას, ვიგინდარა და თაღლითი მერაბიშვილი აღლუმს მართავდა, მთელმა თბილისმა კი ეს "შეჭამა". ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნათ და ცოცხები და ხელკეტები მოეწონათ? ან ქუჩაში დახოცილი ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, 7 ნოემბერს დაჩეხილი საზოგადოება თბილისისთვის სასიამოვნო იყო? საბედნიეროდ, დღეს საზოგადოება ბევრად გაზრდილი და სასახელოა.

- იქნებ საზოგადოება მაშინდელ ოპოზიციაში ლიდერს ვერ ხედავდა და თქვენს მიმართ უნდობლობას ამიტომ იჩენდა?

- შესაძლოა, თუმცა მაშინდელმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს არჩევნები მოუგო. მაშინ ქალბატონმა ბურჯანაძემ სააკაშვილს გაყალბებული არჩევნები "გაუპრავა", თუმცა მოგვიანებით, შეცდომა აღიარა და ახლა პრეზიდენტობაზე პრეტენზია აქვს. ეს ქართული საზოგადოების პარადოქსია. სხვათა შორის, რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა დღესაც ვერ მპატიობს, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დავასახელე და არა დავით უსუფაშვილი, თუმცა ცხოვრებამ აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დათო დღევანდელი დღისთვის შემოვინახე და ის პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარეა.

- რესპუბლიკელებთან დღესაც უთანხმოება გაქვთ?

- ჩემი ძმა რესპუბლიკელია და, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებთან დაპირისპირებული ვიყო. უბრალოდ, ეს არის პარტია, რომელსაც თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს. როცა ჩემს ძმასთან ვკამათობ, მთელი სახლი ზანზარებს, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახება.

- ისე, ბატონო გოგა, ითქვა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილის რჩეული ირინა იმერლიშვილია...

- არ მგონია, უშიშროების საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილის დანიშვნა საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს, რადგან ამ თადამდებობაზე რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ უნდა ინიშნებოდეს. იმერლიშვილს შესაბამისი გამოცდილებაც აკლია, საზოგადოებამ არც კი იცის, რას წარმოადგენს. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ სააკაშვილის დროს გენერალი გახდა, რაც მსოფლიოში იშვიათი მოვლენაა, თუმცა რა დამსახურებისთვის მიიღო ეს სამხედრო წოდება, ჩემთვის გაუგებარია.

რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ეს თანამდებობა რომ მინდოდეს, წინ არაფერი მიდგას. დიდი ხანია, გიორგის ახლო მეგობარი ვარ, გამარჯვების დღესაც აივანზე მასთან ერთად ვიდექი და ხელს არაფერი მიშლიდა, პირდაპირ მეთქვა, უშიშროების საბჭოს მდივნობა მინდა-მეთქი.

- თანხმობას მაშინვე მიიღებდით?

- არ ვიცი, მაგრამ ასეთი სურვილი და განზრახვა არ მაქვს. როგორც ჩანს, არც გიორგის. შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაშიც არ დავთანხმდებოდი, რადგან სხვა ინტერესები გამიჩნდა, რაც პოლიტიკიდან ძალიან შორსაა.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა