რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში - გადაწყვეტილება მიღებულია

რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში - გადაწყვეტილება მიღებულია

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში განათლების მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მარგველაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში იმუშავებს.

"მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი, შემდეგ ვესაუბრე მინისტრს და ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინიტრაცია განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში და ამის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს",- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უაღრესად საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს.

"მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ასეთ ფეშენებელურ შენობაზე დაიხარჯა, მოხმარდებათ ქართველ სტუდენტებს და მათ განათლებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია