ქართული ვიკიპედია 10 წლისაა

ქართული ვიკიპედია 10 წლისაა

ვიკიპედიის ქართულენოვანი ვერსია, რომელსაც ამერიკული ფონდი "ვიკიმედია" მართავს, 2003 წლის ნოემბერში შეიქმნა და დღეს 10 წლის გახდა.

2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასზე 23 000-ზე მეტი სტატიაა განთავსებული. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა, 2013 წლის იანვარში კი - 70 000-ს. ქართული ვიკიპედიის სიღრმის მაჩვენებელი 38-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ქართული განყოფილება, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებები, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი კლასტერისგან. პროგრამული უზრუნველყოფისთვის MediaWiki-ს ძრავა გამოიყენება. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობა 79 198-ია.

ამჟამად ქართულ ვიკიპედიას 9 ადმინისტრატორი და 30 რედაქტორი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია 52 000 მომხმარებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია