9 ათა­სი უსახ­ლკა­რო ბავ­შვი თბი­ლის­ში - "ი­ყო შემ­თხვე­ვა, რო­ცა 15 წლის გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში გა­ი­ყი­ნა ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად"

9 ათა­სი უსახ­ლკა­რო ბავ­შვი თბი­ლის­ში - "ი­ყო შემ­თხვე­ვა, რო­ცა 15 წლის გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში გა­ი­ყი­ნა ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად"

სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თბი­ლის­ში, ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე უსახ­ლკა­რო­და­ა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც. მათ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი ზამ­თა­რია - შარ­შან ქუ­ჩა­ში ორი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ყი­ნა. ამ პრობ­ლე­მა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კას­ცის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­რაბ ხი­და­შე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გა­სულ ზამ­თარს თბი­ლის­ში ორი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ყი­ნა. ერ­თი 45 წლი­სა იყო, მე­ო­რე - 78-ის. მე­ცა­მე­ტე წე­ლია ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ობს. სა­უ­ბე­დუ­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ეს სა­კითხი არ აინ­ტე­რე­სებს და ამ ბავ­შვე­ბის ბედ­ზე მე­ტად ის ადარ­დებთ, ვის უფ­რო დი­დი გა­ვა და მკერ­დი აქვს. ამ­ჟა­მად უსახ­ლკა­რო ბავ­შვე­ბის რიცხ­ვი უკ­ვე 8-9 ათასს აღ­წევს. ეს არის ნაკ­რე­ბი - ად­გი­ლობ­რი­ვი, რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი და სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვე­ბი­სა - ლა­პა­რა­კია ე.წ. ქუ­ჩის ბავ­შვებ­ზე. ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ციფ­რი­ა, მაგ­რამ სან­დო­ა, რად­გან ვენ­დო­ბი ჩვენს სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს. ეს ბავ­შვე­ბი დღი­სით არც ჩა­ნან, მშობ­ლე­ბი მათ­ზე არ ზრუ­ნა­ვენ, იქე­ქე­ბი­ან ნაგ­ვის ბუნ­კე­რებ­ში და ათას­გვა­რი ხერ­ხით ცდი­ლო­ბენ თა­ვის რჩე­ნას. იყო შემ­თხვე­ვა, რო­ცა 15 წლის გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში გა­ი­ყი­ნა ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად... რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს 8 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, ბავშვს ათაშანგი ჰქონ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას ახ­ლა სახ­ლიც აქვს და სამ­სა­ხუ­რიც­. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ეს ბავ­შვე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ა­საც ეწე­ვი­ან. რა, არ იცის ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, პე­დო­ფი­ლია რომ მო­დუ­რი გახ­და? ხან­და­ხან ტან­საც­მელს რომ მი­ვუ­ტან და მე­ო­რე დღეს ვე­კითხ­ე­ბი, სად წა­ი­ღეთ­-მეთ­ქი, მე­უბ­ნე­ბი­ან გავ­ყი­დე­თო... უამ­რა­ვი რამ სჭირ­დე­ბათ, მარ­ტო ჭა­მა ხომ არ უნ­და ადა­მი­ანს? მარ­ტო მა­თი და­ბა­ნა კვი­რა­ში ერ­თხელ 300 ლა­რი ჯდე­ბა. ამ ეტაპ­ზე 210 ბავ­შვი გვყავს, რომ­ლებ­საც ყუ­რადღ­ე­ბას ვაქ­ცევთ და ვკვე­ბავთ. ამ ბავ­შვე­ბის 80 პრო­ცენტს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი ჰყავს, მაგ­რამ ჯო­ბია არ ჰყავ­დეთ. 15 წლის გო­გო­ნა რომ ქუ­ჩა­ში გა­ი­ყი­ნე­ბა, დე­დას რომ შე­ატყ­ო­ბი­ნებ - შვი­ლი მო­გიკ­ვდაო და გი­პა­სუ­ხებს - არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო, ასე­თი დე­და დე­და­ა?! ცხო­ველს აინ­ტე­რე­სებს თა­ვი­სი შვი­ლი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ხალხს კი - არა. შარ­შან, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის უკან კა­რა­ვიც დავ­დგით, ყუ­რადღ­ე­ბა რომ მიგ­ვეპყ­რო, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჩანს. მარ­ტო თბი­ლის­ში შვი­დი ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა ქუ­ჩა­ში - ესე­ნი არი­ან ძირ­ძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი, რო­მელ­თა 99 პრო­ცენ­ტი სა­ბან­კო სექ­ტო­რის წყა­ლო­ბით აღ­მოჩ­ნდა ამ დღე­ში. თუმ­ცა ჩვენ ხომ სა­ბან­კო სექ­ტო­რი არა გვაქვს, ეს არის სა­ლომ­ბარ­დო-­სა­მე­ვახ­შეო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აკოტ­რებს და ამ­წა­რებს. მათ შო­რის სა­ო­ცა­რი ხალ­ხი­ა: ერ­თ-ერ­თი მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სო­რი­ა, რო­მელ­მაც სახ­ლი მე­უღ­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­ყი­და, მე­უღ­ლეს კი­ბო ჰქონ­და, გარ­და­იც­ვა­ლა, ეს კა­ცი კი ქუ­ჩა­ში დარ­ჩა...

- ბა­ტო­ნო მე­რაბ, ფი­ნან­სუ­რად თუ გეხ­მა­რე­ბათ ვინ­მე?

- ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე რომ არა, ამ კარ­ვის მკვიდ­რებს ვერ ვაჭ­მევ­დით, ახ­ლა მათ ყო­ველ­დღე აქვთ ცხე­ლი საკ­ვე­ბი. ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა მოგ­ვიხ­სნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა: მან გლდა­ნის კო­მერ­ცი­ულ ცე­ნ­ტრში გა­მოგ­ვი­ყო ათა­სი კვ. მეტ­რის კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თო­ბი და იქ ვა­კე­თებთ ჰოს­ტელს. ეს არის ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლი: სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი ჰოს­ტელ­ში მი­ვა, გა­მოკ­ვე­ბა­ვენ, ჩა­აც­მე­ვენ, იბა­ნა­ვებს და და­ის­ვე­ნებს. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე­ო­რე დღე­საც იქ დაბ­რუნ­დე­ბა. ჰოს­ტე­ლი 150 კაც­ზეა გათ­ვლი­ლი. მარ­თა­ლი­ა, ჯერ იქ ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი­ა, მაგ­რამ თუ ეს თავ­შე­სა­ფა­რი ამუ­შავ­დე­ბა, მა­შინ ეს იქ­ნე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­ნო­ბა მთელ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და პი­რო­ბას ვდებ, რომ ქუ­ჩა­ში უსახ­ლკა­რო ადა­მი­ანს ვერ ნა­ხავთ. 13 წე­ლი ვიხ­ვე­წე­ბო­დი, რა­ი­მე შე­ნო­ბა მო­მე­ცით­-მეთ­ქი და ახ­ლა რა­ღაც იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გა­მიჩ­ნდა. თბი­ლი­სის მე­რია ყო­ველ­თვის ხელს გვიშ­ლი­და, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ეს მი­სია მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვამ იკის­რა და 8 ათა­სი ლა­რი მოგ­ვცა, მაგ­რამ აქ კონ­კრე­ტუ­ლად მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი და არა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ზე.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია