თბილისელები კომუნალური ხარჯებისთვის განკუთვნილ ვაუჩერს მიიღებენ

თბილისელები  კომუნალური ხარჯებისთვის განკუთვნილ ვაუჩერს მიიღებენ

თბილისის მაცხოვრებლებისთვის კომუნალური გადასახადების ვაუჩერების დარიცხვა განახლდა. ამის შესახებ "ინტერპერსნიუსს" დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელმა, მამუკა ქაცარავამ განუცხადა.

მისი თქმით, თბილისელებს ნოემბერსა და დეკემბერში ელექტრონერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის დასაფარად 20-20 ლარი დაერიცხებათ.

"ენერგომატარებლების ვაუჩერებისთვის წლევანდელ ბიუჯეტში თითოეულ აბონენტზე გამოყოფილი იყო ასი ლარი. ჩვენ ეს თანხა ლოგიკურად გადავანაწილეთ ხუთ თვეზე, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია. იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველა აბონენტს დაერიცხა 20 ლარი, დამატებით ნოემბერსა და დეკემბერში ყველა აბონენტს, დაერიცხება 20-20 ლარი. მათი რიცხვი 400 000-მდეა. ეს თანხა ნოემბერში აღნიშნული იქნება მათ ქვითრებზე. ეს 20 ლარი ნაწილდება კომუნალური მოხმარების სამ კომპონენტზე - ელექტრონერგიაზე და დასუფთავებაზე - 8.15 ლარი, ხოლო წყალზე 3.15 ლარი", - განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, "თელასის" წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და დახმარების სახით 20-ლარიანი ვაუჩერი ნოემბრის თვის ქვითარში უკვე ასახული იქნება.

ქაცარავას განცხადებით, კომუნალური გადასახადების ვაუჩერთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირად ანგარიშებზე 50 ლარი დაერიცხებათ.

"სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვისაც 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა, გათვალისწინებული იყო 150 ლარი. მათ ეს თანხა უკვე ჩაერიცხათ აპრილსა და აგვისტოში, მესამე 50 ლარი კი დეკემბერში ჩაერიცხებათ პირად ანგარიშზე", - განაცხადა ქაცარავამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია