თეკუნა გაჩეჩილაძე - ქართული სამზარეულოს დედოფალი

თეკუნა გაჩეჩილაძე - ქართული სამზარეულოს დედოფალი

შეიძლება ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მისი გემრიელი კერძები დაგიგემოვნებიათ - თეკუნა გაჩეჩილაძეს ქართული სამზარეულოს დედოფალს ხშირად უწოდებენ. უცხოური საიტი finedininglovers.com ქართველი მზარეული ქალით დაინტერესდა. 

თეკუნა ფსიქოლოგიას გერმანიაში სწავლობდა და შემდეგ გაცვლითი პროგრამით ნიუ-იორკში გაემგზავრა. სწორედ ნიუ-იორკში გააცნობიერა, რომ პროფესია უნდა შეეცვალა და შეფ-მზარეული გამხდარიყო. ამერიკაში კულინარიის აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ სხვადასხვა რესტორანში მუშაობდა, ბოლოს მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ადამიანს იმის მიხედვით აფასებენ, რომელი უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, ან რამდენად პრესტიჟულ დაწესებულებაში მუშაობს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც თეკუნა ყოფილა. ძალიან პატივსაცემია, გქონდეს ფსიქოლოგის დიპლომი, მაგრამ მზარეულობა საქართველოში პრესტიჟულ საქმედ არ ითვლება.

"მამას ნიუ-იორკიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ მზარეულის ხელოვნებას უნდა დავუფლებოდი. ის 2 თვე არ მელაპარაკებოდა. მამას რცხვენოდა, რომ მისი ექიმი ქალიშვილი ნიუ-იორკში შეფმზარეულად იმუშავებდა", - ამბობს ის.

მოგვიანებით თეკუნამ თბილისში საკუთარი რესტორანი გახსნა, სადაც სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მოგზაურობს და ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს ეცნობა. თბილისში დაბრუნებული უცხო ქვეყნის სამზარეულოს რეცეპტებს ქართულ კერძებთან აზავებს. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ქართველები კონსერვატორები ვართ და განსხვავებული კერძების დაგემოვნება დიდად არ გვხიბლავს.

კერძებით აღფრთოვანებული სტუმრები თეკუნას კომპლიმენტებს ხშირად ეუბნებიან; თუმცა შეფ-მზარეული აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი კომპლიმენტი მისი მეგობრის 6 წლის ქალიშვილმა უთხრა - "როდესაც გავიზრდები, მინდა შენნაირი გავხდეო. ეს ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია! ახალგაზრდა თაობა იზრდება იმ სულისკვეთებით, რომ მომავალში შესაძლოა შეფ-მზარეულის პროფესია შეისწავლოს", - ამბობს მზარეული.

მომზადებულია finedininglovers.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია