ფრანსუა ოლანდი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ფრანსუა ოლანდი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ფრანსუა ოლანდის მისალოც წერილს, რომელიც 1-ლი ნოემბრით თარიღდება "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო პრეზიდენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიიღოთ, ჩემი და საფრანგეთის ერის გულწრფელი მილოცვა. მივესალმები არჩევნების ისეთ ვითარებაში ჩატარებას, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის თანახმად კონკურენტული და გამჭვირვალე იყო, რაც ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულობასთან და კანონის უზენაესობასთან სიახლოვეს.

მომავალში სიხარულით ვითანამშრომლებ თქვენთან, რათა გავაღრმავოთ თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. იმედს ვიტოვებ, რომ შეგხვდებით 29 ნოემბერს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე, რომლითაც აღინიშნება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულთბილი სალამი", - ნათქვამია ფრანსუა ოლანდის მილოცვაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის მისალოცი წერილი "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა მიაწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა